სიახლე რობერტოს, დემბელეს, ფატისა და გავის კონტრაქტებთან დაკავშირებით

სიახლე რობერტოს, დემბელეს, ფატისა და გავის კონტრაქტებთან დაკავშირებით

"ბარსელონა" ფეხბურთელებისთვის კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხზე აქტიურად მუშაობს. პედრისთან შეთანხმების შემდეგ, კატალონიური კლუბი მოლაპარაკებებს სერჟი რობერტოს, უსმან დემბელეს, ანსუ ფატისა და გავის აგენტებთან აწარმოებს. Cadena Ser-ის ჟურნალისტები, ადრია ალბეტსი და სანტი ოვალე, თითოეულ მათგანთან დააკვშირებულ ინფორმაციას გვთავაზობენ.

სერჟი რობერტო

ამ ეტაპზე, მოლაპარაკებები შეჩერებულია. უკანასკნელ დღეებში "ბარსელონას" წარმომადგენლებსა და რობერტოს აგენტს შორის კონტაქტი არ შემდგარა.

უსმან დემბელე

მოლაპარაკებები გრძელდება. კლუბსა და ფეხბურთელის წარმომადგენელს შორის კავშირი თითქმის ყოველვკირეულად მყარდება, მაგრამ შეთანხმებული არაფერია. თავად დემბელემ "ბარსას" უთხრა, რომ დარჩენა სურს, თუმცა პროცესს მისი აგენტი აჭიანურებს. 

ანსუ ფატი

ფატის აგენტთან, ჟორჟე მენდეშთან შეხვედრა მიმდინარე კვირაში შედგება. "ბლაუგრანა" იმედოვნებს, რომ შეთანხმების შესახებ მომდევნო კვირაში გამოაცხადებს. 

გავი

მოლაპარაკებები ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა, თუმცა მის აგენტთან შეხვედრამ კლუბს ოპტიმისტური შეგრძნებები დაუტოვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    ახალბედა [?]
    #5 14 ოქტომბერი 2021 01:36
    0
    რობერტო წავიდეს
    ფანი [?]
    #4 14 ოქტომბერი 2021 00:40
    0
    ციტატა: kendricklamar
    ადმინისტრაციას ვთხოვ, ცოტა ხნით ის ხალხი დაბლოკოს ვინც პედრიზე ცუდს ლაპარაკობს.. ამით მათ დაეხმარებით საფეხბურთო ინტელექტის განვითარებაში, ოღონდ მართლა 😂

    joy და კუმანზე თანახმა ხარ? joy joy joy
    წევრი [?]
    #3 13 ოქტომბერი 2021 21:39
    0
    ნაგავი ხელმძღვანელობა შერჩა და სანაგვედ გადააქციეს გუნდი...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 13 ოქტომბერი 2021 21:28
    1
    კაროჩე არაფერიც არ ხდებაო დაგეწერათ ან სულაც არაფერი არ დაგეწერათ. რა აზრი აქვს იმის თქმას რო თურმე კონტრაქტებზე ის სიახლეა რო არაფერი ახალი არ არისო.
    ფანი [?]
    #1 13 ოქტომბერი 2021 17:00
    4
    ადმინისტრაციას ვთხოვ, ცოტა ხნით ის ხალხი დაბლოკოს ვინც პედრიზე ცუდს ლაპარაკობს.. ამით მათ დაეხმარებით საფეხბურთო ინტელექტის განვითარებაში, ოღონდ მართლა 😂