ბარსელონა პედრისთან შეთანხმებას ოფიციალურად პარასკევს გამოაცხადებს

ბარსელონა პედრისთან შეთანხმებას ოფიციალურად პარასკევს გამოაცხადებს

"ბარსელონას" 18 წლის ნახევარმცველი, პედრი გონსალესი, კლუბთან კონტრაქტს 2026 წლამდე გაახანგრძლივებს.

კლუბსა და ფეხბურთელს შორის მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულდა და ამ ინფორმაციას უკვე არაერთი სპორტული გამოცემა და ჟურნალისტი ადასტურებს, მათ შორის ფაბრიციო რომანოც. "ბარსელონა" ოფიციალურ განცხადებას პარასკევს გამოაქვეყნებს. ახალი ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე პედრი პრესკონფერენციასაც გამართავს. მისი გამოსასყიდი თანხის ოდენობად 1 მილიარდი ევრო იქნება განსაზღვრული.

პედრი "ბლაუგრანას" 2020 წლის ზაფხულში შეუერთდა, მან რონალდ კუმანის ნდობა პირველივე ვარჯიშებზე მოიპოვა და ერთი წლის შემდეგ, იგი "ოქროს ბურთის" მოგების ნომინანტთა შორისაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    ფანი [?]
    #5 14 ოქტომბერი 2021 00:35
    0
    იცით რა მაინტერესებს?
    ვთქვათ ვინმემ გადაიხადა გამოსასყიდი თანხა, მაგრამ თუ თვითონ ფეხბურთელს
    დარჩენა უნდა, მაინც ვალდებულია წავიდეს? როგორ არის ვეღარ გავიგე..
    ნეიმარს თვითონ უნდოდა წასვლა თუ იძულებული გახდა?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 13 ოქტომბერი 2021 21:32
    0
    ციტატა: me da barca
    1 მილიარდი ცოტაა, ვინმემ არ აგვახიოს. smile

    smiley
    Culé [?]
    #3 13 ოქტომბერი 2021 18:24
    0
    აი ხო რამდენია გამოსასყიდი მაგრამ ნიუკასლს მაინც შეუძლია გამოსყიდვა🤣🤣
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 13 ოქტომბერი 2021 16:43
    0
    1 მილიარდი ცოტაა, ვინმემ არ აგვახიოს. smile
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 13 ოქტომბერი 2021 15:51
    0
    მერე არ ეშინია ლაპორტას, პსჟ-მ რო გადაიხადოს ეგ მილიარდი?