MD: შესაძლოა სეზონის ბოლოს უმტიტიმ კლუბი უფასოდ დატოვოს

MD: შესაძლოა სეზონის ბოლოს უმტიტიმ კლუბი უფასოდ დატოვოს

"ბარსელონას" ფრანგი მცველი, სამუელ უმტიტი, შესაძლოა, მომდევნო ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდეს, წერს Mundo Deportivo.

კატალონიური გამოცემის მტკიცებით, FIFA-ს წესდების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელი კლუბის მიერ ჩატარებული მატჩების 10%-ში მონაწილეობას არ მიიღებს, მას, ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტის უფლება ენიჭება. გარკვეული სპორტული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, კლუბს კომპენსაციის გადახდის ვალდებულებაც დაეკისროს.

თუ ფეხბურთელი კლუბთან კონტრაქტის ამ გზით გაწყვეტას გადაწყვეტს (რაც გასული სატრანსფერო ფანჯრის გათვალისწინებით, რთულად წარმოსადგენია), მან ამის შესახებ სეზონის უკანასკნელ ოფიციალურ თამაშამდე 15 დღით ადრე უნდა განაცხადოს.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 მატჩში 27 წლის ფეხბურთელს მოედანზე ერთი წუთიც კი არ გაქვს გატარებული. 2018 წლის დეკემბერში, Transfermarkt მას 70 მილიონ ევროს აფასებდა, ახლა კი მისი ღირებულება 8 მილიონი ევროა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 13 ოქტომბერი 2021 16:08
    0
    FIFA-ს წესდების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელი კლუბის მიერ ჩატარებული მატჩების 10%-ში მონაწილეობას არ მიიღებს, მას, ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტის უფლება ენიჭება. გარკვეული სპორტული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, კლუბს კომპენსაციის გადახდის ვალდებულებაც დაეკისროს.
    რაღაც სისულელე ხო არ წერია? არ ითამაშოს, წავალო და კიდე ფული უნდა მივცეთ? რაღაცა ვერ არის აქ სწორად გადმოცემული. თუ არ თამაშობს, ესე იგი ვერ თამაშობს დონეზე ან ტრამვა აქვს და კიდევ გუნდია დამნაშავე?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 13 ოქტომბერი 2021 11:55
    3
    ტიპი ამბობს იდეალურ ფიზიკურ კონდიციებში ვარო და ათამაშოს იქნებადა რას შვება
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.