ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 13 ოქტომბერი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 13 ოქტომბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 13 ოქტომბერს მოხდა.

თამაშები

13 ოქტომბერს "ბარსელონამ" 7 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 2 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.

1867 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი მიკელ ვალდეს პადრო. ის "ბლაუგრანაში" 1901-1902 წლებში თამაშობდა. პადრომ კატალონიურ გუნდში მაკაიას თასი მოიგო.

1957 წელი

ლა ლიგის გასვლით "ელ კლასიკოში" "ბარსელონა" 0-3 დამარცხდა.

1999 წელი

კატალონიაში გამართული "ელ კლასიკო" 2-2 დასრულდა. "ბარსელონას" მხრიდან გოლები რივალდომ და ლუიშ ფიგუმ გაიტანეს. ეს "ბარსელონასთვის" ზედიზედ მე-5 წაუგებელი "ელ კლასიკო" იყო.

ლუის ენრიკესთვის ეს მატჩი "ბარსას" მაისურით ლა ლიგაში მე-100 გამოდგა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 13 ოქტომბერი 2021 16:16
    0
    ციტატა: El pistolero 9
    ენრიკეს მწვრთნელსაც კი ძაან ეტყობა რამდენად არ ევასება მადრიდელები.

    მადრიდიდან კი გადმოვიდა ბარსაში და რა ვიცი, ეგრე შეაზიზღეს იქ თავი?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 13 ოქტომბერი 2021 11:54
    0
    ენრიკეს მწვრთნელსაც კი ძაან ეტყობა რამდენად არ ევასება მადრიდელები.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.