სიმეონე: სუარესს ვთხოვე გაერკვია სურდა თუ არა მესის ატლეტიკოში თამაში

სიმეონე: სუარესს ვთხოვე გაერკვია სურდა თუ არა მესის ატლეტიკოში თამაში

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე, Ole-სთან ინტერვიუში ლიონელის მესის შესახებ საინტერესო კომენტარს აკეთებს.

აგვისტოს დასაწყისში, "ბარსელონამ" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ლიონელ მესისთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება ვერ ხერხდებოდა და იგი მშობლიურ კლუბს ტოვებდა. გავრცელებული ინფორმაციით, მის მიმართ ინტერესი რამდენიმე კლუბმა გამოხატა, ერთ-ერთი კი სწორედ "როხიბლანკო" გახლდათ.

ერთ დეტალს გაგიმხელთ, თუ რა მოხდა მესისთან დაკავშირებით. მე ლუისს [სუარესს] დავურეკე, რათა გაერკვია, როგორ იყო ლეო და არსებობდა თუ არა შესაძლებლობა იმისა, რომ "ატლეტიკოში" გადმოსულიყო. ეს მხოლოდ სამი საათი გაგრძელდა, რადგან "პარი სენ-ჟერმენი" უკვე სერიოზულად მუშაობდა მის ტრანსფერზე.

თუ მკითხავთ, თუ რომელ პოზიციაზე უნდა ითამაშოს ლეომ, მე გიპასუხებთ, რომ ისეთ გუნდში, რომელსაც გამარჯვება სურს. გუნდში, რომელმაც იცის, თუ რა უნდა გააკეთოს მოსაგებად. არ აქვს მნიშვნელობა თუ რა პოზიციაზე ითამაშებს ლეო, მთავარია, იქნება თუ არა გუნდი გამარჯვებისთვის მზად. 

- ამბობს ჩოლო.

მესიმ და სუარესმა საზაფხულო შვებულების დიდი ნაწილი ერთად გაატარეს. პარიზში გამგზავრებამდე, ბარსელონაში, ურუგვაელი მას, თითქმის, ყოველდღე სტუმრობდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 13 ოქტომბერი 2021 09:56
    0
    საინტერესო ისაა, ხელფასს რამდენს აპირებდა დაენიშნა ლეოსთვის 10-15 მილიონი?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 13 ოქტომბერი 2021 01:19
    0
    ისე ატლეტიკოს რა შეტევა გაეჩითებოდა მესი სუარესი ფელიქსის სახით!!!
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.