ფაბრიციო რომანო ბარსელონაზე

ფაბრიციო რომანო ბარსელონაზე

ცნობილი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო "ბარსელონასთან" დაკავშირებით რამდენიმე ინფორმაციას ავრცელებს:

ზაქარია და კესი

"ბარსას" ჯერ მოლაპარაკებები არ დაუწყია, თუმცა, ისინი პოტენციურ თავისუფალ აგენტებს დააკვირდებიან, მათ შორის კი დენის ზაქარია და ფრანკ კესიც არიან.

კატალონიური კლუბი მხოლოდ ამ ნახევარმცველებს განიხილავს, თუ ისინი ამჟამინდელ კლუბებთან კონტრაქტებს არ გაახანგრძლივებენ. გავრცელებული ცნობით, კესი "მილანთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს, ზაქარიას თავის გუნდში ხილვა კი "რომას" თავკაც ჟოზე მოურინიოსაც სურს.

უსმან დემბელე

ფრანგის ვითარება რთულია - მხარეები დიდი ხანია, მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა, შეთანხმება ჯერ კიდევ არ არსებობს.

გასულ წელს მისი შეძენა "მანჩესტერ იუნაიტედს" სურდა, მაგრამ "ბლაუგრანამ" იჯარის ვარიანტი გამორიცხა, რადგან კლუბმა იფიქრა, რომ დაბრუნების შემდეგ ის ახალ ხელშეკრულებას არ გააფორმებდა და გუნდს უფასოდ დატოვებდა. 1 წლის შემდეგ, კვლავ მსგავსი სიტუაციაა.

გავი

"ბარსელონას" ახალი კონტრაქტის შესადგენად დრო დასჭირდება - კლუბი ამაზე მუშაობს. ხელშეკრულება 5 წელზე იქნება გათვლილი, ფეხბურთელის ხელფასი კი სეზონიდან სეზონამდე მოიმატებს.

პედრი

18 წლის მოთამაშის კონტრაქტთან დაკავშირებით ყველაფერი ამ კვირაში უნდა მოგვარდეს. ხელშეკრულების გაფორმება უბრალოდ დროის საკითხია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 13 ოქტომბერი 2021 10:12
    0
    ერთადერთი ფაქტია, დემბელეს უფასოდ უნდა ათესვა და თავისუფალ აგენტად თუ წავა კარგ ბონუსს გამოკრავს ხელს.
    Culé [?]
    #3 12 ოქტომბერი 2021 21:10
    1
    კესის და ზაკარიას მოყვანას ნიკოს მისცენ ეგ დრო!!! გავის და პედრის კიდე მალე უნდა გაუხანგრძლივონ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გულშემატკივარი [?]
    #2 12 ოქტომბერი 2021 19:08
    0
    აესე სწორია ლაპორტა გაუხანგრძლივოს ყველა ახალგაზრდას თორე აგერ ნაბოზარ ბაიერნს უდგას თვალი, მოუნდათ ჯიგრებს:)) ბალასტი მოვიშოროთ და ეგაა
    ფანი [?]
    #1 12 ოქტომბერი 2021 19:01
    1
    ამ კაცის პოზებმა და მიმიკებმა მომკლა 😀
    --------------------
    ბართუშ მოკვდი!