რას ითხოვს ჩავი ერნანდესი ბარსელონას მწვრთნელობის შემთხვევაში?

რას ითხოვს ჩავი ერნანდესი ბარსელონას მწვრთნელობის შემთხვევაში?

როცა საქმე "ბარსელონაში" მწვრთნელის შეცვლაზე მიდგება, ერთ-ერთი კანდიდატი მუდამ ჩავი ერნანდესია, რომელიც, ადრე თუ გვიან, ამ პოსტს აუცილებლად დაიკავებს.

El Nacional-ის ინფორმაციით, "ბარსას" სათავეში მოსვლის შემთხვევაში, "ალ სადის" ამჟამინდელი თავკაცი 5 ტრანსფერს მოითხოვს. ჯერჯერობით, კონკრეტული სახელები არ ვლინდება, თუმცა, ცნობილია ის პოზიციები, რომელთა გაძლიერებაც ჩავის სურს.

წყაროს თანახმად, უპირველესი ამოცანა კრეატიული ნახევარმცველის შეძენაა, რომელიც 4-3-3 სქემაში, წინ იასპარეზებს. ამასთანავე, ერნანდესს ფლანგელები სურს: ერთი მათგანი დავიდ ალაბას ტიპის, უნივერსალური და მრავალმხრივი მოთამაშე უნდა იყოს, მეორე კი - უფრო შემტევი, როგორიც ჟორდი ალბაა.

ამასთან, 41 წლის ლეგენდა გარემარბის მოყვანას გეგმავს, რომელსაც, დრიბლინგი და ბურთის კარგად ტარება შეეძლება, რის შემდეგაც მას ცენტრალურ თავდამსხმელამდე ეფექტურად მიიტანს - თავდამსხმელამდე, რომელიც ასევე მოსაყვანია: ჩავის მაღალი დონის შემტევი სჭირდება.

ყველაფერთან ერთად, ერნანდესი გუნდს ისეთი ვეტერანების გაყიდვას მოსთხოვს, როგორებიც ჟერარ პიკე, სერჟიო ბუსკეტსი და სერჟი რობერტო არიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    წევრი [?]
    #11 13 ოქტომბერი 2021 16:31
    0
    ხავი მოითხოვს პიკეს ბუსი და რობის გაყიდვას ? რაღაც ძაან არასერიოზულია 😂
    წევრი [?]
    #10 13 ოქტომბერი 2021 14:55
    0
    M10 S9 D11,
    სად არის ეგეთი გარემარბები რომელსაც მზრტივად იყიდის ლაპორტა?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 13 ოქტომბერი 2021 10:19
    0
    ყველაფერთან ერთად, ერნანდესი გუნდს ისეთი ვეტერანების გაყიდვას მოსთხოვს, როგორებიც ჟერარ პიკე, სერჟიო ბუსკეტსი და სერჟი რობერტო არიან.
    როგორც ვატყობ, სანამ ეგ მოვა ეს პენსიონერები ისედაც წასულები იქნებიან უკვე.
    ფანი [?]
    #8 13 ოქტომბერი 2021 01:03
    0
    ასეთი 5 ვარსკვლავი საცოდავი კუმანისთვის რომ ეყიდათ იქნება ესეც მოიგებდა რამეს.. blush blush blush
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 12 ოქტომბერი 2021 21:34
    1
    არაფერ სასწაულს არ ითხოვს რო ვერ შეუსრულონ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #6 12 ოქტომბერი 2021 20:26
    1
    ციტატა: ბარამიძეე სალიი
    მოინდომა ამან 🤣🤣🤣

    NEYBarca,
    ჩავის არ მოიყვანს ლაპორტა დებილი კი არაა გამოუცდელია და რას ოცნებობთ ამდენი ხანი კუმანია მწვრთნელი და პატივი ეცით 😃

    ბავშვი , დავაი მოკუკე ახლა აქედან სანამ ყურები დამიხევა შენთვის.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 12 ოქტომბერი 2021 19:56
    6
    ამ საუბარმა სუსიდან გამოჟონა?
    ფანი [?]
    #4 12 ოქტომბერი 2021 18:53
    0
    რამდენად მართალია არ ვიცი,მაგრამ რაცაა სწორი პოზიციებია.მარჯვენა ფლანგზე გვინდა კაი გარემარბი,დემირის და დემბელეს იმედზე ჩემი მტერი იყოს,მარჯვენა მცველად დესტი კი გვყავს მარა შთამბეჭდავი ვერაა ჯერ პოტენციალი აქვს არდა, კონკურენტი უნდა.მარცხენა მცველიც საპოვნელია ბალდეს კონკურენტად.ნახ.დაცვაში გვყავს ხალხი,შემტევი ნახ.მცველი ნაღდად გვჭირდება,თან ბუსკეციც,რომ გადაჯდება მალე,კოუ და რობერტოც გააფსამენ.ცენტრში კიდე ჰოლანდი თუ მოიყვანეს და რავიცი,ძაან გაასწორებს.ერთს დავამატებდი მარჯვენა მცველის მოყვანის ნაცვალდ ცენტრ.მცველს დავითრევდი.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #3 12 ოქტომბერი 2021 18:27
    2
    პიკე ისედაც მიდის, ალბათ ბუსიც შეუერთდება ინის ან სადმე ალ ფაჰლში გადავა
    ალბათ ლა მასიელებზე აიღებს აქცენტს
    ფანი [?]
    #2 12 ოქტომბერი 2021 17:51
    5
    70 მილიონი უკვე ბონუსშია გუნდი ამას პლიუს გრიზმანის 40 მილიონი დაემატება , ტრინკაუს 25-30 , პიანიჩის 15-20 , ლანგლე + კოუს 50 მილიონი, ბრეიუტეიტიც გაიყიდება სარფიანად , დემბელეც შეიძლება გაიყიდოს კარგ ფულში თუ კონტრაქტი გაახანგრძლივა და გამოდის 240 მილიონი კაკ მინიმუმ და ეს ფული მთლიანად ჩავის უნდა ჩაახუტო და ის მოუყვანო ვინც უნდა. აი მერე შეიძლება ტიტულებზე ფიქრი. მანამდე ახალგაზრდებს უნდა მიეცეს სათამაშო დრო და პრაქტიკა :)
    Culé [?]
    #1 12 ოქტომბერი 2021 17:32
    1
    5 ტრანსფერს ვინ გაუკეთებს ამ პერიოდში