რა შემთხვევაში შეიძენს ბარსელონა რაჰიმ სტერლინგს

ბოლო პერიოდში, "მანჩესტერ სიტის" შემტევს, რაჰიმ სტერლინგს "ბარსელონას" ხშირად უკავშირებენ.
მიუხედავად ამისა, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიური გრანდის დირექტორი, მატეუ ალემანი ინგლისელის შეძენაზე, მხოლოდ უსმან დემბელეს წასვლის შემთხვევაში იფიქრებს.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სტერლინგი მემფის დეპაისა და ანსუ ფატის პოზიციაზე თამაშობს, რაც დამატებითი პრობლემაა - "ბარსას" ამ მომენტში მარჯვენა გარემარბები სჭირდება.
წარმოშობით იამაიკელს "ქალაქელებთან" კონტრაქტი 2023 წელს ეწურება. გავრცელებული ცნობებით, ის "ეტიჰადის" ბინადრებთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს და ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბლაუგრანაში" გადმოსვლა სურს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]