ანსუ ფატი ვალენსიასთან სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდება

ანსუ ფატი ვალენსიასთან სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდება

Sport-ის ინფორმაციით, დიდი შანსია, "ბარსელონას" ახლგაზრდა შემტევი ანსუ ფატი "ვალენსიასთან" მატჩის ძირითად შემადგენლობაში მოხვდეს.

კატალონიური წყაროს ცნობით, ფატიმ სანაკრებო პაუზა კარგად გამოიყენა და იგი ამ დროის განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობდა. 18 წლის ფეხბურთელს კვირას "ვალენსიას" წინააღმდეგ გასამართი შეხვედრისთვის სასტარტოში თამაშის ძალიან კარგი შანსები აქვს.

იგივე წყარო იტყობინება, რომ "ბლაუგრანას" 10-იანის მიზანი კიევის "დინამოსთან" და მადრიდის "რეალთან" თამაშებისთვის 100%-ით მზადყოფნაა.

ფატი მძიმე ტრავმის მორჩენის შემდეგ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ანსუმ თითქმის 11-თვიანი პაუზის შემდეგ პირველად 26 სექტემბერს "ლევანტესთან" ითამაშა.

აქვე დავძენთ, რომ ბოლო ცნობებით, ანსუ ფატი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ძალიან ახლოსაა. ივარაუდება, რომ "ბლაუგრანასა" და ესპანელ მოთამაშეს შორის ახალი ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 13 ოქტომბერი 2021 16:32
    0
    "ბლაუგრანასა" და ესპანელ მოთამაშეს შორის ახალი ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება.
    ძლივს არ გავიგე რო ეს ბიჭი ესპანელია. მე კი გვინეა-ბისაუელი მეგონა, ოღონდ წარმოშობით.
    Culé [?]
    #4 12 ოქტომბერი 2021 15:18
    0
    თუ 100% მზადაა კი ისე არ ღირს გარისკვა,უნდა მოუფრთხილდნენ ჩვენს ბიჭს.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #3 12 ოქტომბერი 2021 13:45
    1
    ციტატა: azulgerana
    ისე სიმართლე რომ ვთქვათ ბარსელონას გაკოტრებაში ყველაზე დიდი როლი ითამაშეს დემბელემ და კოუტინიომ ! ამ ორი ადამიანის მეგა ტრანსფერებმა დაღუპა ბართომეუ რადგან კლუბს დააწვა დიდი შრომა.

    არამარტო მაგ ორ ხეიბარში გადაყრისი 300 მილიონი, კიდევ ისეთი ნაგავი ხალხი როგორიცაა:გომეში, სემედუ, უმტიტი, პიანიჩი, გრიზმანი, არტური და ასშ, არასწორმა მენეჯმენტმა ძალიან დიდი წვრილი შეიტანა ჩვენს ამ დონემდე მისაყვანად
    --------------------
    CULE FOREVER
    Culé [?]
    #2 12 ოქტომბერი 2021 13:38
    2
    ისე სიმართლე რომ ვთქვათ ბარსელონას გაკოტრებაში ყველაზე დიდი როლი ითამაშეს დემბელემ და კოუტინიომ ! ამ ორი ადამიანის მეგა ტრანსფერებმა დაღუპა ბართომეუ რადგან კლუბს დააწვა დიდი შრომა.
    --------------------
    ARTHUGS
    Culé [?]
    #1 12 ოქტომბერი 2021 13:04
    2
    იმედია აღარასდროს დაიტრამვება,,ძაან ნიჭიერი და მონდომებულია..იმედია ფორმას მალე აღიდგენს.. წარმატებები ახალ 10 ნომერს❤
    --------------------
    CULE FOREVER