პედრისა და ფატის კონტრაქტების გახანგრძლივების მოლოდინში

პედრისა და ფატის კონტრაქტების გახანგრძლივების მოლოდინში

"ბარსელონა" გუნდის ამომავალ ვარსკვლავებთან, პედრისთან და ანსუ ფატისთან ძალიან მალე ახალ ხელშეკრულებებს გააფორმებს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, გუნდის მომავალ ლიდერებთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. "ბლაუგრანას" სურს, რომ მათი კონტრაქტების საკითხი მომდევნო რამდენიმე დღეში საბოლოოდ მოაგვაროს და ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთოს.

წყაროს ცნობით, პედრისთან ფინანსური პირობები შეთანხმებულია. მასთან შესათანხმებელი მხოლოდ ხელშეკრულების ვადა დარჩა. ივარაუდება, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველი კონტრაქტს 2026 წლამდე გაახანგრძლივებს.

რაც შეეხება ფატის, ანსუ უფრო მოკლევადიან კონტრაქტს გააფორმებს. ამის მიზეზი კლუბის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა. "ბარსა" გეგმავს, როდესაც ფინანსური სიტუაცია გამოსწორდება, ახალგაზრდა შემტევთან ხელშეკრულება ისევ გაახანგრძლივოს და უფრო მაღალი ხელფასი გადაუხადოს.

იგივე წყარო იტყობინება, რომ "ბლაუგრანას" უნდა, 17 ოქტომბერს გასამართი გენერალური ასამბლეისთვის პედრისა და ფატის კონტრაქტები უკვე გაფორმებული ჰქონდეთ. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ "ბარსელონას" ბანაკიდან მალე კარგ სიახლეებს შევიტყობთ.

ასევე MD-ს ცნობით, პედრისთან და ფატისთან ახალი ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ, კატალონიური კლუბი რონალდ არაუხოსა და გავის კონტრაქტების გახანგრძლივებაზე გადაერთვება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 12 ოქტომბერი 2021 12:41
    0
    იმედია აღარაფერი შეეშლებათ და მესის გზას არ გაუყენებენ რომელიმეს.