ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 12 ოქტომბერი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 12 ოქტომბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 12 ოქტომბერს მოხდა.

თამაშები

12 ოქტომბერს "ბარსელონამ" 15 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 6 მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.

1898 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი ფელიქს სესუმაგა. ის "ბლაუგრანაში" 1919-1921 წლებში თამაშობდა. სესუმაგამ კატალონიურ გუნდში ესპანეთის თასი მოიგო.

1947 წელი

მადრიდში გამართული "ელ კლასიკო" 1-1 დასრულდა. "ბარსელონას" მხრიდან გოლი კლემენტემ გაიტანა.

1949 წელი

ევა დუარტეს თასის (ესპანეთის სუპერ თასი) ფინალში, რომელიც "რეალ მადრიდის" საშინაო არენაზე გაიმართა, "ბარსელონა" "ვალენსიასთან" 4-7 დამარცხდა. ძირითადი დრო 4-4 დასრულდა, დამატებულ ტაიმებში კი ვალენსიელებმა 4 გოლი გაიტანეს.

1950 წელი

ლადისლაო კუბალამ "ბარსელონაში" სადებიუტო მატჩში გაიტანა, მისმა გუნდმა კი "ოსასუნა" 4-0 გაანადგურა.

1966 წელი

სიგფრიდ გრასიასა და მარტი ვერგესის გაცილების მატჩში "ბარსელონამ" და "ბენფიკამ" "კამპ ნოუზე" 1-1 ითამაშეს.

საკუთარი შვილის თამაშს ტრიბუნებიდან პირველად და უკანასკნელად მიადევნა თვალი სიგფრიდ გრასიას დედამ. მას ჰქონდა შიში, რომ შვილი ტრავმას მიიღებდა, რის გამოც სტადიონზე არ დადიოდა.

1989 წელი

დაიბადა მელანი სერანო, რომელიც "ბარსელონას" ქალთა გუნდში 2003 წლიდან ირიცხება, 2007 წლიდან კი ის კატალონიელთა პირველი გუნდის წევრია.

1996 წელი

"კომპოსტელასთან" გამართულ შეხვედრაში რონალდომ ეს შედევრი შექმნა.

ამ დღეს ლუის ენრიკემ ლა ლიგაში თავისი მე-200 თამაში ჩაატარა.

2012 წელი

ბელარუსთან 4-0 მოგებულ შეხვედრაში პედრომ ჰეთ თრიქი გაიფორმა. ეს ესპანეთის ნაკრების მაისურით პირველი "ბარსელონური" ჰეთ თრიქი იყო 1999 წლის შემდეგ. გასული საუკუნის ბოლოს ნაკრებში ჰეთ თრიქი ლუის ენრიკემ შეასრულა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 12 ოქტომბერი 2021 11:29
    0
    რონალდოს გოლი ლუკაკუს სტილს მაგონებს, ტანკი რო მიდის და პატარა კაცები აქეთ იქიდან რო ექაჩებიან, მაგრამ ტრასიდან ვერ გადაახვევინებენ. ზოგს მოწონს, მე მაგალითად რაღაც ნახევრად ფეხბურთის ნახევრად რაგბის ნაჯვარს მაგონებს. მესის გოლი გაიხსენეთ ხეტაფესთან. ის გოლი ფერარის ჩაქროლებას გავდა ეს დატვირთული საბარგო მანქანის გავლას.
    მიუხედავად იმისა რო ამ გოლს შედევრს უწოდებენ, ამისთანა შედევრებს მესის ვერ დაუთვლი. ეს ჩემი პირადი აზრია და რონალდოს ფანებს ნუ ეწყინებათ.