ახალი სპონსორის ძიებაში - კლუბი 55 მილიონზე მეტის მიღება სურს

ახალი სპონსორის ძიებაში - კლუბი 55 მილიონზე მეტის მიღება სურს

როგორც ცნობილია, "ბარსელონასა" და მაისურის სპონსორ Rakuten-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება.

Marca-ს ინფორმაციით, კატალონიური კლუბის ვიცეპრეზიდენტი, ედუარ რომეუ უფრო მომგებიან შემოთავაზებას ელის - მადრიდული გამოცემის მტკიცებით, "ბარსა" 55 მილიონ ევროზე ნაკლებ თანხას არც განიხილავს.

იმის ფონზე, რომ "ბლაუგრანა" შემოსავლებსა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ფიქრობს, კარგი სპონსორის პოვნა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

"ჩვენ არა ამჟამინდელი ფასები, არამედ ის თანხები გვსურს, რასაც პანდემიამდე ვიღებდით", - აცხადებს რომეუ TV3-თან საუბარში.

ამავდროულად, ცნობილია, რომ კვირას, 17 სექტემბერს, "ბარსელონას" გენერალური ანსამბლეა გაიმართება, სადაც გადაწყდება, უნდა დაამტკიცონ თუ არა 1.5 მილიარდ ევრომდე კრედიტი "ესპაი ბარსასთვის", მათ შორის, უკვე დამტკიცებული სესხი Goldman Sachs-დან.

ასევე, აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი ლაპორტა კვლავ საუბრობს CVC-ს შეთანხმებაზე, რომელიც კლუბმა თავდაპირველად უარყო. ჟოანის მსგავსად, რომეუს თქმითაც, გარიგებისთვის კარი ღიაა, თუმცა, მათ სხვადასხვა პირობები აქვთ.

ყველაფერთან ერთად, ედუარმა ლაპორტას ის იმედიც გაიზიარა, რომელიც ლეო მესის "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში უფასოდ თამაშს ითვალისწინებდა.

რაც შეეხება Rakuten-ს, კლუბმა ხსენებულ სპონსორთან კონტრაქტის გახანგრძლივება ჯერ კიდევ აგვისტოში გამორიცხა - კატალონიურმა გრანდმა Rakuten-ისგან ის პირობები მოითხოვა, რომელიც პანდემიამდე მოქმედებდა, თუმცა, იაპონურმა კომპანიამ ამაზე უარი განაცხადა.

ცნობისთვის, Rakuten 2017/21 წლებში "ბარსას" სეზონურად 55 მილიონ ევროს უხდიდა, მიმდინარე სეზონში კი ამ თანხამ, დაახლოებით, 30 მილიონამდე დაიწია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 12 ოქტომბერი 2021 19:55
    0
    UNICEF დააბრუნონ წინა მხარეს მთავარ სპონსორად. რაც rakuten გახდა სპონსორი წესიერი ფორმა არ ღირსებია გუნდს.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #3 12 ოქტომბერი 2021 17:31
    0
    ეჰ Qatar airways რა დრო იყო ჩვენი სპონსორი რო იყო
    --------------------
    Nb

    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 12 ოქტომბერი 2021 11:52
    0
    ეჰ რა დრო იყო, სპონსორი კი არა იქით ვუხდიდით ფულს ორგანიზაციებს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 12 ოქტომბერი 2021 10:35
    0
    30 მილიონი რა ჩემი ფეხებია წელიწადში.