ბარსელონა გავის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

ბარსელონა გავის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

“ბარსელონა” გუნდის 17 წლის ტალანტთან, გავისთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს.

ცნობილი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ  გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ან კვირებში გავის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გამართავს. არის მოლოდინი, რომ მხარეებს შორის გასაუბრება წარმატებით ჩაივლის.

წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელს, ყოველ სეზონში ხელფასის გაზრდის პირობით, 5-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს.

გავრცელებული ცნობებით, “ბლაუგრანა” გავის გარდა ხელშეკრულებების გახანგრძლივებას ანსუ ფატისთან, პედრისთან, რონალდ არაუხოსთან და უსმან დემბელესთან აპირებს.

ცნობისთვის, გავის მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში იწურება.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 12 ოქტომბერი 2021 12:23
    0
    კარგია რო გაუგრძელებენ, მაგრამ ამასთან ზალიან ფრთხილი მიდგომაა საჭირო. ცოტა ხისტად კი არა და თითქმის უხეშად თამაშობს მომენტებში და ყვითლებს რო იღებს მაინც ვერ წყნარდება, ბოლო თამაშში ენრიკემ გაიყვანა იმიტომ რომ ყვითელზე მჯდომი ისევ ისე თამაშობდა. და შარს გაარიდა, აი კუმანი ვერ მიხვდებოდა და გააგდებინებდა კიდეც. თუმცა არც თვითონ იკლებს წითლებს.
    გულშემატკივარი [?]
    #1 11 ოქტომბერი 2021 20:46
    2
    ჩვენი ოქროს ბიჭუნა