ლა ლიგის ოფიციალური განცხადება ბარსას ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით

ლა ლიგის ოფიციალური განცხადება ბარსას ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით

ესპანურმა ლა ლიგამ "ბარსელონას" ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა.

კლუბი ყოველთვის ემორჩილებოდა ეკონომიკური კონტროლის რეგულაციებს. არ არსებობს ვადაგადაცილებული დავალიანებები თანამშრომლებთნან, კლუბებთან და საჯარო ადმინისტრაციებთან. არ არსებობს არც საჩივრები ფეხბურთელების ხელფასების გადაუხდელობასთან დაკავშირებით.

"ბარსელონამ" 2013/14 წლების სეზონიდან, ანუ საგადასახადო რეგულაციების ამოქმედებიდან, 2018/19 წლების სეზონამდე უწყვეტი შემოსავლის მიღების გზა აჩვენა. კონკრეტულად, ამ სეზონებში მოგება 120 მილიონი ევროთი განისაზღვრა.

ეს მიმართულება 2019/20 წლების სეზონიდან სრულდება, კორონავირუსით გამოწვეული პირველი ზარალის შემდეგ. სპორტის სამუშაო ძალის ღირებულება 2019/20 წლების სეზონამდე ლიმიტის ფარგლებში იყო მოქცეული, გარდა 2018/19 წლების სეზონში 3.6%-ით გადაჭარბებისა, რაც სანქცირებული იყო, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ სააღრიცხვო შედეგები დადებითი იყო.

"ბარსელონას" სუფთა დავალიანების მაჩვენებელი ბევრად უფრო ხელსაყრელი იყო, ვიდრე ლა ლიგის კლუბების საშუალო მაჩვენებელი, თუმცა ზარალი მკვეთრად გაუარესდა 2019/20 წლების სეზონიდან, კორონავირუსის უარყოფითი გავლენის პირველი სეზონიდან.

2019/20 და 2020/21 წლების სეზონებში, კორონავირუსით მიყენებული ზიანის გამო, 2018/19 წლების სეზონთან შედარებით შემცირდა ფინანსური ბრუნვა (-128 მილიონი ევრო 2019/20 წლებში და -261 მილიონი ევრო 2020/21 წლებში) და სატრანსფერო სარგებელი (-10 მილიონი ევრო 2019/20 წლებში და -88 მილიონი ევრო 2020/21 წლებში, წინა 5 სეზონის საშუალო მაჩვენებლთან შედარებით).

კორონავირუსის საერთო გავლენა საფინანსო ოპერაციებზე, ტრანსფერებიდან შემოსავლების დაკარგვა, საბუღალტრო შედეგების გაუარესება 2019/20 და 2020/21 წლების სეზონებში დაახლოებით 500 მილიონი ევროა.

- ვკითხულობთ განცხადებაში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 12 ოქტომბერი 2021 12:36
    0
    კორონავირუსის საერთო გავლენა საფინანსო ოპერაციებზე, ტრანსფერებიდან შემოსავლების დაკარგვა, საბუღალტრო შედეგების გაუარესება 2019/20 და 2020/21 წლების სეზონებში დაახლოებით 500 მილიონი ევროა.
    გადასულიყვნენ ესენიც რეალივით ბარსა-ბ სტადიონზე, მაყურებელი მაინც არ ყავდათ და იმხელა სტადიონის მოვლაში კიდევ რამდენი დახარჯეს ვინ იცის.