ბარსელონა ლუის მაქსიმიანოთი დაინტერესდა

"ბარსელონა" "გრანადას" პორტუგალიელი მეკარით, ლუის მაქსიმიანოთი დაინტერესდა, იტყობინება Mundo Deportivo.
მაქსიმიანო 22 წლისაა და ის "გრანადას" მიმდინარე წელს, "სპორტინგიდან" შეუერთდა. წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბი მის მიმართ ინტერესს ჯერ კიდევ პორტუგალიურ კლუბში თამაშის დროიდან იჩენდა. მაქსიმიანოს ამჟამინდელი კონტრაქტი 2025 წლამდე მოქმედებს და Transfermarkt მას 5 მილიონ ევროდ აფასებს.
ასევე, "ბარსელონა" თავისი აღზრდილის და ამჟამად "აიაქსის" მეკარის, ანდრე ონანას მიმართაც იჩენს ინტერესს, რომელიც დიდი ალბათობით, ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და "ბლაუგრანას" მისი უფასოდ დაბრუნების საშუალება ექნება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]