MD: ბარსელონა უსმან დემბელეს აგენტს არ ენდობა

MD: ბარსელონა უსმან დემბელეს აგენტს არ ენდობა

"ბარსელონას" ხელმძღვანელებს აქვთ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, უსმან დემბელეს აგენტი, მუსა სისოკო სხვა კლუბებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, იტყობინება Mundo Deportivo.

კატალონიური გამოცემის ცნობით, უსმანმა კლუბის პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრისას "ბარსელონაში" დარჩენის სურვილი გამოთქვა, თუმცა კლუბს აქვს ინფორმაცია, რომ მისი აგენტი ევროპის რამდენიმე გრანდს დაუკავშირდა, მათ შორის არიან "იუვენტუსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი".

2022 წლის ზაფხულში უსმან დემბელე თავისუფალი აგენტი გახდება. ჯერჯერობით, კატალონიურ კლუბში მისი კარიერა არცისე წარმატებულია, თუმცა "ბარსას" მისი შესაძლებლობების იმედი არ დაუკარგავს და მასთან ახალი კონტრაქტის დადებასაც აპირებს, თუმცა კლუბი მიიჩნევს, რომ ეს არცისე იოლი იქნება.

პირველ რიგში, ამის მიზეზი დემბელეს აგენტია, რომლის სურვილსაც, სავარაუდოდ, ფრანგის სხვა კლუბში გადასვლით სატრანსფერო ბონუსის გამომუშავება წარმოადგენს. ამასთან, "ბარსელონას" სურს, რომ, არსებული ფინანსური ვითარების გათვალისწინებით, დემბელეს ანაზღაურება შემცირდეს, რაც მოლაპარაკებების პროცესს გაართულებს. იმ შემთხვევაში, თუ მასთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, ისევე, როგორც ილაიშ მორიბას შემთხვევაში, დემბელეც სეზონის დარჩენილ ნაწილს მოედნის მიღმა გაატარებს.

ამჟამად, 24 წლის ფეხბურთელი ევრო 2020-ზე მიღებული ტრავმისგან რეაბილიტაციის პროცესს ასრულებს. შესაძლოა, იგი "ვალენსიასთან" მატჩის განაცხადშიც მოხვდეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 11 ოქტომბერი 2021 18:52
    0
    აქ ვინმემ არ გაბედოთ კუმანის ან ლაპორტას გინება, ადვოკატი გამოუჩნდა და ფრთხილად იყავით.
    პ.ს. კუმანის და ლაპორტას დ... შ...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 11 ოქტომბერი 2021 17:11
    0
    უფასოდ თუ გაუშვებ, კონკურენტ და მოშურნე გუნდში
    რომ გამოფიტო და ძალა დააკარგვინო
    მკვრადტურისა არ იყოს
    გულშემატკივარი [?]
    #3 11 ოქტომბერი 2021 16:07
    0
    გაუშვით მოაშორეთ არგვინდა.დ მაგის მომყვანის .. აი ნახავთ ამას უფასოდად არავინ წიაყვანს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 11 ოქტომბერი 2021 13:45
    0
    რამდენი ხანია ეს ხმები ისმის, ეხლა გაიგეს? იუვემ ორი წლის წინ თქვა რო დემბელეს უფასოდ სიამოვნებით გაიფორმებდნენ.
    ყველა ჩვენ როგორ გვხმარობს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 11 ოქტომბერი 2021 13:05
    2
    სისოკოა თუ ჯანდაბა, ქალაქში შესვლა უნდა აეკრძალოს მაგ ვირიშვილს, დირტმუნდს კიდევ თუკი სახელის რეაბილიტაცია და ღირსების აღდგენა უნდა, მაშინ ჰალანდი უნდა გამოუშვას კამპ ნოუზე 75 მილიონად