ინტერვიუ ბარსელონას ვიცე-პრეზიდენტთან

ინტერვიუ ბარსელონას ვიცე-პრეზიდენტთან

"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტმა, რაფაელ იუსტემ, Mundo Deportivo-სთან საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც კლუბთან დაკავშირებულ თემებზე ისაუბრა. 

რონალდ კუმანი

კუმანი მუშაობას იმ პრინციპებით აგრძელებს, რაც მას ჰქონდა, როცა თანამდებობაზე დაინიშნა. ის გუნდს ყოველდღიურ რეჟიმში განკარგავს, ჩვენ კი გვატყობინებს, როგორ მდგომარეობაშია გუნდი, როგორი სიტუაციაა და ამის მიხედვით მრჩეველებთან ერთად ვცდილობთ, საუკეთესო გადაწყვეტილებები მივიღოთ. 


"რაც არის, არის"? [კუმანის ფრაზა] არის ეპიზოდები, როცა არ მოგვწონს, რასაც კუმანი ამბობს, მაგრამ მან უკვე დაგვიმტკიცა, რომ შესანიშნავი პიროვნებაა - ძალიან პირდაპირი და მეგობრული. ის ამ ყველაფერს თავის მართლების მიზნით არ ამბობს. 


გუნდი რთულ სიტუაციაშია, ამ დროს კი კუმანი უსამართლო მოპყრობას იღებს. ყველაფერს ისიც ემატება, რომ ბევრი ფეხბურთელი ტრავმირებულია და მას ჯერ არ ჰქონია შანსი, გუნდის 100% გამოეყენებინა. 

გუნდის ერთიანობა

ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ჩვენი გზავნილები კლუბის ყველა წევრს უნდა მიწვდეს - მთავარ მწვრთნელს, სხვა მწვრთნელებს და ფეხბურთელებს. 


გუნდის კაპიტნებთან ახლანდელ სიტუაციაზე უკვე ვისაუბრეთ. მათ იციან, რომ კუმანს ვენდობით და ამავდროულად ლაპორტას ბორდს სურს, სპორტული პროექტი კიდევ უფრო გააღრმავოს. 

ჩავი

ჩავის კანდიდატურის აქ განხილვა არ მინდა. ამისთვის ორი მიზეზი მაქვს. პირველი ისაა, რომ თუ მარკეტს გადავხედავთ ის, შესაძლოა, ამ ეტაპზე კანდიდატურებს შორის არც კი იყოს. ამასთან ერთად, მინდა, რომ კუმანის ირგვლივ პოზიტიური გარემო შეიკრას.


როცა მწვრთნელი ძალასა და მხარდაჭერას ვერ გრძნობს, ეს ფეხბურთელებსაც გადაედებათ. ასე არ უნდა მოხდეს. 


ვიცი თუ არა ლაპორტასა და ჩავის საუბრების დეტალები? მისთვის არ მიკითხავს, რადგან მათი დიალოგი საჯარო არ არის. პრეზიდენტი ჩავის, გვარდიოლასა და სხვა მნიშვნელოვან პირებს ხშირად ესაუბრება. 

ლიონელ მესი

იყო თუ არა დაძაბულობა მოლაპარაკებების დროს? ეს ყოველთვის ასე ხდება, არის ეტაპები, როცა დაძაბულობაა. პოზიტიური დაძაბულობა, რა თქმა უნდა. განსაკუთრებით კი იმ ადამიანებთან, რომლებთანაც ხშირი კონტაქტი გაქვს და ძალიან გიყვარს. 


ასეთი სიტუაციაა: როცა ორივე მხარეს უნდა, რომ ხელშეკრულება გახანგრძლივდეს, მაგრამ ეს ფეარ პლეის გამო ვერ ხერხდება, გასაგებია, რომ ერთ-ერთ მხარეს ამის გაცნობიერება გაუჭირდეს. 


ხორხე მესის ვესაუბრე, მაგრამ არ გვიკამათია. მას ყველაფერი მკაფიოდ განვუმარტე და ვუთხარი, რომ კლუბი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავიბარეთ. შემდეგ მივხვდით, რომ პრობლემა არა ფინანსური მდგომარეობა, არამედ ტექნიკური გაუმართაობა იყო. 


ლაპორტა მუდმივად ამბობდა, რომ მესისთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად მიდიოდა და ეს ასეც იყო. ამ პერიოდში აუდიტის შედეგი ჯერ არ ვიცოდით. 

ტებასი, CVC და სუპერ ლიგა

იყო თუ არა CVC-ს შეთანხმება მოწამლული კანფეტი? ამაზე მეტიც. ჩვენ ყველაფერს დეტალურად განვიხილავთ. ამ სიტუაციაში, როგორც პრეზიდენტმა უკვე თქვა, მეტი ფულის სესხების გარდა სხვა გამოსავალიც გვაქვს. 


ხავიერ ტებასს ძალიან კარგად ვიცნობთ და მასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მას პროვოკაციული განცხადებები ჩვევია და ხანდახან ამას იმისთვის აკეთებს, რომ მოლაპარაკებებში ჩაერთოს. 


ტებასს სუპერ ლიგის პროექტზე ისევ ვესაუბრებით. ჩვენ "ბარსა" ვართ, ყველა კლუბის ინტერესს ვიცავთ, მაგრამ საკუთარი პოზიცია გვაქვს და გვინდა, რომ ლიგაში ვიყოთ. მხარეებს შორის ცუდი ურთიერთდამოკიდებულება არ არის. 

ერლინგ ჰოლანდი

შეგვიძლია თუ არა მისი შეძენა? ამ მომენტისთვის არა. ეს სხვა ხელმძღვანელებმა ადრეც თქვეს. გასული წლები კატასტროფული იყო - კლუბის მენეჯმენტმა შეიძინა ფეხბურთელები იმის გათვალისწინების გარეშე, მოახერხებდა თუ არა მათთვის ხელფასის გადახდას, საბოლოოდ კი აღმოვჩნდით სიტუაციაში, სადაც არარეალურად მაღალი გადასახადები და გაზრდილი ვალი გვქონდა. 


ჯერჯერობით არსებულ მდგომარეობას უნდა მივხედოთ, შემდეგ კი ვნახავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. ჩვენ ყოველთვის გვინდა, "ბარსელონაში" მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ირიცხებოდნენ, ჰოლანდი კი სწორედ ასეთია. 


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #9 10 ოქტომბერი 2021 20:32
    2
    " მან უკვე დაგვიმტკიცა, რომ შესანიშნავი პიროვნებაა - ძალიან პირდაპირი და მეგობრული " ......გულშემატკივარს აინტერესებს ჯერ თამაში თუ რა ფეხბურთს ათამაშებს მის გუნდს მთავარი მწვრთნელი და შემდეგ (თამაშიდან გამომდინარე) შედეგი ....... კუმანის შესანიშნავი პიროვნება, პირდაპირობა და მეგობრობა დააფასონ და შეაფასონ მისმა ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა გულშემატკივარს აინტერესებს შედეგი და მისი გუნდის თამაშის ხარისხი ! ....და ეს ყველაფრის გაპრავება რა უბედურებაა საქართველოა ბლიად rage rage rage
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 10 ოქტომბერი 2021 15:22
    1
    ნახევარიც ვერ წავიკითხე. რა უნდა ვთქვა?! ესეც არის სამი ასო, როგორც ლაპორტა, კუმანი კი დიიიიდი სამი ასო.
    საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ამათ ხელში ბარსას მომავალი არააქვს. მილანი მონაგონი იქნება, რაც ბარსას ელოდება. და კიდევ 99 პროცენტით მჯერა, რომ ლაპორტა თავის ვადას ვერ ჩაამთავრებს.
    და ბოლოს ამათი უძრავ-მოძრავი მო...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 10 ოქტომბერი 2021 14:59
    2
    ციტატა: kanja
    რეებს ბოდიალობს ეს იდიოტი...

    მაგას ქართულად გაპრავება ჰქვია! ანუ ლაპორტა უმაგრესიაო, დამიჯერეთო ისევე როგორც კუმანიო. ვისაც გინდათ დაუჯერეთ, მე არ მჯერავს. ლაპორტა რო მოვიდა მაშინვე თქვა მესის გარეშე არაფერი არ იქნებაო, კუმანი თუ არ გამოსწორდა და პუჩი არ ათამაშა ოქტომბერში წავა-ო. და კიდევ ვინ იცის რა არ თქვა. არც "უფასო" ფული დავიწყებია. ეხლა კი ვხედავთ, მაგრამ მესისა არ იყოს ჩვენც პირდაღებულები დავრჩით, მაგრამ ვეკიდებით გაგებით.
    გულშემატკივარი [?]
    #6 10 ოქტომბერი 2021 14:52
    0
    ციტატა: ბარამიძეე სალიი
    nikolozi96,
    დაჟე მესიც დარჩებოოდა? 🤣🤣🤣🤣🤣🤣 ამ ქართველებს ამხელა ფანტაზია საიდან?

    და შენ გჯერა რო იმ რაღაცეების რასაც იწერებენია?? და გაჩვენებენ ეკრანზე/? ტიპს უნდოდა უფასოდ ეთამაშა მესის და შენ მეტყვი რო მესი ვერ დაამტკიცეს ?? :დდ კაი იმენა მთავარი არხივითია ბარსას სიტუაცია

    ციტატა: ბარამიძეე სალიი
    nikolozi96,
    დაჟე მესიც დარჩებოოდა? 🤣🤣🤣🤣🤣🤣 ამ ქართველებს ამხელა ფანტაზია საიდან?

    ან კიდე ამ ქართველებსო რო წერ შენ საიდან ხარ არ ხარ ქართველი?
    გულშემატკივარი [?]
    #5 10 ოქტომბერი 2021 14:07
    5
    დარწმუნებული ვარ ვიქტორ ფონტი რო მოსულიყო ბარსა ბევრად წინ იქნებოდა ახლა მორალურად და ყველაფრით და მესიც აქ იქნებოდა
    წევრი [?]
    #4 10 ოქტომბერი 2021 14:04
    1
    ზაქარია ძაან კაი ბიჭია რასერჩით, დღევანდელი ეკონომიკა ნეხვშია და უკეთესს თან უფასოდ ვის მოვიყვანთ მბაპეს? პოგბას? არცერთი არ გადმოვა. და ეს ზაქარია ნახევარმცველია და თან ცენტრალურ დაცვაშიც შეუძლია თამაში ასე რომ ასე თუ ისე უნივერსალია და გამოგვადგება
    გულშემატკივარი [?]
    #3 10 ოქტომბერი 2021 13:57
    0
    ბრიუგე პესეჟეს სახეს აძრობს თამაშით იმათმა რა თქვან?? დარწმუნებული ვარ დაბრუნდებიან და იგივე ნაგავი თამაში იქნება
    Culé [?]
    #2 10 ოქტომბერი 2021 13:42
    0
    რა არის ეს Google translate გადათარგმნეს?
    --------------------
    ARTHUGS
    წევრი [?]
    #1 10 ოქტომბერი 2021 13:11
    0
    რეებს ბოდიალობს ეს იდიოტი...