გარსია პიმიენტა: გავის გუშინდელი თამაშის წინაშე ქედს ვიხრი

ესპანეთის ნაკრების მაისურით ჩატარებული სადებიუტო მატჩის შემდეგ, გავიზე საუბარი არ წყდება. "ბარსელონას" 17 წლის ფეხბურთელის მიმართ საქებარი სიტყვები ამჯერად გარსია პიმიენტამ არ დაიშურა:
გავის მიერ გუშინ ნაჩვენები თამაშის წინაშე ქედს ვიხრი. ის ყველგან, თამაშებზეც და ვარჯიშებზეც ერთნაირად - 100%-ით - იხარჯება. გავის ინდივიდუალურობა ახასიათებს და ძალიან თავდაჯერებულია, რაც მის თანაგუნდელებსაც გადაეცემა.
47 წლის სპეციალისტი "ბარსელონას" ახალგაზრდულ გუნდებს 2017-21 წლებში წვრთნიდა, შესაბამისად, პაბლო მარტინ პაეს გავირას შესაძლებლობები კარგად იცის.
გავიმ ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი იტალიის წინააღმდეგ ჩაატარა და 17 წლისა და 62 დღის ასაკში, "ფურია როხას" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]