მანჩესტერ სიტი რაჰიმ სტერლინგის გაშვებას არ აპირებს

მანჩესტერ სიტი რაჰიმ სტერლინგის გაშვებას არ აპირებს

"მანჩესტერ სიტი" გუნდის შემტევის, "ბარსელონას" ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნის, რაჰიმ სტერლინგის იანვარში გაშვებას არ გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეტევის გაძლიერებას აპირებს. "ბლაუგრანას" ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ სტერლინგია და კლუბი აპირებს, იანვარში ინგლისელი ფეხბურთელის იჯარით აყვანა სცადოს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ "სიტის" 26 წლის მოთამაშის შენარჩუნება უნდა.

ინგლისური The Sun-ის ჟურნალისტის, მარტინ ბლექბარნის ცნობით, "სიტი" იანვარში სტერლინგთან განშორებს არ გეგმავს. "ქალაქელები" ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე მიღებულ ნებისმიერ შეთავაზებას უარით გაისტუმრებენ.

რაც შეეხება თავად სტერლინგს, რაჰიმის მნიშვნელობა პეპ გვარდიოლას გუნდში მცირდება, რის გამოც იგი კლუბის შეცვალასა და "ბარსელონაში" გადმოსვლას ისურვებდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 7 ოქტომბერი 2021 16:21
    1
    ეს მართლაც ვერავის ვერ აათამაშებს და ვინ უნდა მოუყვანოთ, გამოჩნდა კარგი მწვრთნელის ხელში ნახევარდაცვა ისეთი გყავს ევროპის ჩემპიონს რო იხმარს. თუ რა თქმა უნდა მოინდომა, მაგრამ ეს ადამიანი ვერ ათამაშებს ამ ხალხს, არა აქვს ფეხბურთელებთან ურთიერთობის ნიჭი. ენრიკეს მაინც კითხოს როგორ დავმუხტო ფეხბურთელებიო.
    ფანი [?]
    #4 7 ოქტომბერი 2021 15:30
    0
    ფერან ტორეს ძაან კლასნი ტიპია, ნაკრებში უკვე 13 გოლი აქ ჯამში , მაგან ასე თუ გააგრძელა არ გამოვრიცხავ რომ ბომბარდირობაზეც გაქაჩოს, ეგ დაითრიონ უეჭველი ,მაგრამ სად აქვთ ამათ მაგისი #რაკი

    ახლა ბარემ მორატაც მოიყვანონ და ავშენდებით🤣🤣
    --------------------
    CULE FOREVER
    Culé [?]
    #3 7 ოქტომბერი 2021 14:54
    1
    ციტატა: xavi73
    ეს კიარა ,ფერან ტორესი დაითრიეთ მაგარი ბიჭია ძაან მაგას რეალი დაითრევს თუარ იყოჩაღებენ))

    სიტის ასე იოლად რეალი ფეხბურთელს ვერ დაახევს, ტორესი მყარად არის იქ, სადაცაა
    აი პეპი თუ წავიდა, მერე შეიძლება დაფიქრდეს
    სტერლინგზე ასეც ვფიქრობდი, სიტი ასე იოლად არ დათმობს
    წევრი [?]
    #2 7 ოქტომბერი 2021 13:35
    0
    ეს კიარა ,ფერან ტორესი დაითრიეთ მაგარი ბიჭია ძაან მაგას რეალი დაითრევს თუარ იყოჩაღებენ))
    გულშემატკივარი [?]
    #1 7 ოქტომბერი 2021 13:32
    3
    კუმანს ჰალანდი და მბაპე რო მოუყვანო მაგათაც ვერ გამოიყენებს, აზრი არა აქვს არავის მოყვანას მწვრთნელის შეცვლამდე. ჯობია ახალმა მწვრთნელმა თვითონ გადაწყვიტოს ვინ ჭირდება