რეკორდი დამყარდა - გავი ესპანეთის ნაკრების სასტარტოშია

ერთ საათზე ნაკლებ დროში ესპანეთის ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში იტალიას დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ "ბარსელონას" ნახევარმცველი, პაბლო მარტინ პაეს გავირა, იგივე "გავი", ლუის ენრიკემ ეროვნულ გუნდში პირველად გამოიძახა, და მეტიც - გავი დღევანდელი მატჩის ძირითად შემადგენლობაში მოხვდა, რაც ნიშნავს, რომ ის, 17 წლისა და 62 დღის ასაკში, "ფურია როხას" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ტალანტმა ანხელ სუბიეტას რეკორდი დაამხო - "სან ლორენსოს" ლეგენდამ ესპანეთის ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა 85 წლის წინ, 1936 წელს, 17 წლისა და 284 დღის ასაკში ჩაატარა.
"სკუადრა აძურას" წინააღმდეგ "ბარსადან" სასტარტოში სერხიო ბუსკეტსიც მოხვდა. რაც შეეხებათ ერიკ გარსიასა და სერჟი რობერტოს, "ლუჩომ" ისინი სათადარიგოთა სკამზე დატოვა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]