ბარსელონა ანდრე ონანას სიტუაციას აკვირდება

Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონას", "აიაქსის" მეკარის, ანდრე ონანას დაბრუნება სურს, თუმცა, ამისთვის კატალონიელებს კონკურენციის გაწევა "ინტერისათვის" მოუწევთ.
წყაროს ინფორმაციით, 25 წლის კამერუნელის გარემოცვა რომელიმე კლუბთან შეთანხმებას უარყოფს.
კატალონიური გამოცემის თანახმად, ონანა "ბარსაში" დაბრუნებას ისურვებდა, მაგრამ, ამავდროულად, მას კარგი სპორტული პროექტიც სჭირდება.
ახალგაზრდა ფეხბურთელი 2022 წლის 30 ივნისს თავისუფალი აგენტი ხდება, შესაბამისად, მისი უფასოდ დამატება იქნება შესაძლებელი.
ანდრე ონანა "ლა მასიას" აღზრდილია - იგი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" აკადემიაში 2010/15 წლებში ირიცხებოდა. თავდაპირველად, კამერუნელი ფეხბურთის თამაშს სამუელ ეტო'ოს აკადემიაში იწყებდა, რის შემდეგაც "ბლაუგრანაში" გადმოვიდა, 2015 წლიდან კი პროფესიონალური კარიერა ამსტერდამელთა რიგებში დაიწყო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]