ბარსელონაში ჩატარებული აუდიტის შედეგები

ბარსელონაში ჩატარებული აუდიტის შედეგები

2021 წლის მარტში "ბარსელონამ" კომპანია Deloitte-ს კლუბში აუდიტის ჩატარება დაავალა, რომელსაც უნდა შეესწავლა 2018/19 და 2019/20 წლების სეზონებსა და 2020/21 წლის პირველ ცხრა თვეში კლუბის ფინანსური სიტუაცია. 

აუდიტის შედეგები მედიას "ბარსას" აღმასრულებელმა დირექტორმა, ფერან რევერტერმა წაუდგინა, სადაც წინა ხელმძღვანელობის სერიოზული ადმინისტრაციული დარღვევები გამოააშკარავა. რევერტერმა 2020/21 წლების სეზონის ანგარიშებიც წარმოადგინა, რომელსაც 17 ოქტომბერს ასამბლეაზე ეყრება კენჭი.

ეკონომიკური შედეგების ეტაპობრივი გაუარესება

ბოლო ხუთი წლის (2016/17 წლების სეზონიდან 2021 წლის 17 მარტამდე) შედეგები ასახავს შემოსავლების და ფინანსური ნაკადის თანდათანობით შემცირებას. ამ სიტუაციაზე გავლენა მოახდინა არაგანმეორებითმა მოქმედებებმა, როგორიცაა ფეხბურთელების გაყიდვა, მოთამაშეთა გაცვლის ოპერაციები და კოვიდპანდემია.

ძირითადი ასპექტები, რამაც ეს შედეგები გამოიწვია:

  1. სახელფასო ხარჯების 61%-იანი ზრდა ახალი ტრანსფერებისა და ახალი კონტრაქტების გათვალისწინებით, რომლებიც ბონუსებსაც მოიცავდა. 2021/22 წლების სეზონში იგივე შემადგენლობა რომ დარჩენილიყო, სახელფასო ხარჯები შემოსავლის 108% იქნებოდა, რაც 835 მილიონს უდრის.
  2. ადმინისტრაციული ხარჯების 56%-იანი ზრდა 2016/17 წლებისა და 2019/20 წლების სეზონებს შორის.
  3. ზემოთ აღნიშნულ პერიოდში საერთო ფინანსური ხარჯები 6-ჯერ გაიზარდა, რაც ვალის მატებისა და არასწორი ფინანსური დაგეგმარების ბრალი იყო.
  4. 2019/20 წლების სეზონში პანდემიით გამოწვეული ზარალი 43 მილიონი ევრო იყო, 2020/21 წლების სეზონის პირველ ცრა თვეში კი - 65 მილიონი. აქედან გამომდინარე, COVID-19-ის გარეშეც, ორივე წელს შედეგები თანაბრად ნეგატიური იქნებოდა.

ვალის მნიშვნელოვანი ზრდა

2018 წლის ივლისიდან 2021 წლის მარტამდე კლუბის ვალი 514 მილიონით გაიზარდა (2018 წელს ის 159 მილიონს შეადგენდა, 2021 წელს კი - 673-ს), აქედან:

  1. 306 მილიონი ფეხბურთელთა ყიდვა-გაყიდვაში განხორციელებულ ინვესტიციებზე მოდის
  2. 92 მილიონი Espai Barca-ს პროექტზე
  3. 45 მილიონი სხვა სახის ინვესტიციებზე
  4. 71 მილიონი ფინანსურ დანახარჯებზე

კლუბმა, 3 წლის განმავლობაში ვერ შეძლო დადებითი ბალანსის დაფიქსირება.

ვალის გაზრდა გენერალური ასამბლეის წევრებისგან ნებართვის მოთხოვნის გარეშე მოხდა. მეტიც, 2020 და 2021 წლების განმავლობაში კლუბის ფინანსური სიტუაცია საბანკო და სხვა სახის ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობდა.

ვალის ოფიციალურ ანგარიშებში არ არის გათვალისწინებული გარკვეული ვალდებულებები, რომელიც კლუბმა აიღო. 1.35 მილიარდი ოდენობის ვალში განსაზღვრულია ფეხბურთელთა გადავადებული ხელფასების ანაზღაურება (389 მილიონი), მიმდინარე სასამართლო პროცესები სავარაუდო რისკით (91 მილიონი), Espai Barca-სთან დაკავშირებული ვალდებულებები (56 მილიონი).

აღნიშნული ვალდებულებების მოხდის გრაფიკი აჩვენებს, რომ 2021 წლის მარტიდან 2022 წლის ივნისამდე კლუბს ვალის 35 პროცენტის (470 მილიონი) დაფარვა მოუწევს.

ეკონომიკური ზომები

დირექტორთა ახლანდელი საბჭოს მიერ კლუბის ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად განხორციელებული ქმედებები:

  • სახაზინო ვალდებულებების დასაფარად 80 მილიონის ოდენობის სესხის აღება 90 დღის ვადით და მოლაპარაკებები ვალდებულებებზე დროებითი უარის თქმის შესახებ მთავარ დამფინანსებლებთან.
  • ვალის რესტრუქტირიზაციის მიზნით, 2021 წლის აგვისტოში კლუბმა აიღო 10-წლიანი, 595 მილიონის ოდენობის, 1.98%-იანი საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხი, რომელმაც ხარჯების შემცირება შესაძლებელი გახადა. 
  • Espai Barca-სთან დაკავშირებული სესხის პირობებზე ხელახალი მოლაპარაკება, რომელიც დასამტკიცებლად 17 ოქტომბერს გენერალური ასამბლეის წევრთა მიერ 2021 წლის ფინანსური სტრუქტურის წარდგენას ელოდება.
  • შემუშავებულია 2021-2026 წლების სტრატეგიული გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს შემოსავლების გაზრდას, ხელფასების მკაცრ კონტროლსა და სტაბილური ეკონომიკურ-ფინანსური მდგომარეობის მიღწევას. 
  • კლუბმა შეამცირა სასამართლო პროცესები და მიაღწია "ბარსელონას" სასარგებლო შეთანხმებებს დავების მეგობრულად გადაჭრის გზით. 
  • "ბარსამ" ჩაატარა უძრავი ქონების მრავალპროფილური მიმოხილვა და გააკეთა დაახლოებით 2 მილიონის ინვესტიცია "კამპ ნოუზე" სტრუქტურული ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
  • მიმდინარეობს ორგანიზაციული სტრუქტურების განხილვა და გამკაცრებულია შიდა კონტროლი, რომ წინა ბორდის მიერ ჩადენილი დარღვევები აღარ განმეორდეს.
  • აუდიტის გარდა, დაიგეგმა სასამართლო გამოძიება, რომლის მიზანიც მენეჯმენტში არსებული შესაძლო ხარვეზების გამოვლენაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 7 ოქტომბერი 2021 17:31
    0
    არავის არაფერი ეტკინოს, სანამ ამ დასკვნებიდან ვინმე გუნდის გასაძლიერებლად ნორმალურ დასკვნებს გამოიტანს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 6 ოქტომბერი 2021 20:43
    2
    უკანალში ვართ ძალიან ღრმად. ბართო დასაჭერია და გაუყიდო ყველაფერი რაც კი გააჩნია მის მოდგმას.
    Culé [?]
    #4 6 ოქტომბერი 2021 19:45
    0
    აი რატომ გააგდო სუარესი შარშან თორე იმ მუქთახორა სუარესის გამო კიდე 109 მილიონი მიემატებოდა ამ ვალს. სამწუხაროდ გვიან მიხვდა ის ყვერთომეუ
    --------------------
    ARTHUGS
    ფანი [?]
    #3 6 ოქტომბერი 2021 19:13
    2
    პიზდეც.ლაპორტამ კამპ ნოუს სახელი,რომ გაყიდოს,ან დაალომბარდოს სტადიონი არც გამიკვირდება,ისეთ უკანალშია კლუბი.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #2 6 ოქტომბერი 2021 19:02
    2
    ადრე იძახდნენ სპეციალისტები ბართომეოს ნამოქმედარს მომავალში მოიმკის გუნდიო ჯერ ადრეაოო და აი ნელნელა დაიწყო... ტიპმა გაანადგურა გუნდი
    ფანი [?]
    #1 6 ოქტომბერი 2021 18:53
    4
    მგონი ამ ყველაფრიდან დასკვნა ისაა, რომ ბარსელონა მომდევნო 4-5 წლის განმავლობაში სრულიად გადადის ლა მასიიდან წამოსული ფეხბურთელებით შევსებაზე.

    ხოლო შედეგი იქნება ის რასაც ეს პატარა ბიჭები შეძლებენ პლიუს მაქსიმუმ 20-25 მილიონიანი ტრანსფერები ან თავისუფალი აგენტები რომლებსაც კლუბი მოიყვანს.


    ალბათ სრულიად გამოირიცხება ძვირიანი ტრანსფერები ჰალანდი & დე ლიხტი ან მსგავსი დონის დიდი ტრანსფერები

    გზადაგზა რაღაც იმედები იქნება, დიდ ტრანსფერებს დაგვპირდებიან მაგრამ რეალობა იქნება ეს.

    ალბათ კლუბი ბოლომდე გადადუს ვალების შემცირებაზე და ლაპორტას გაცნობიერებული აქვს ის რომ შემდეგი წლები შედეგი არ იქნება ამიტომ არ იხდის 12 მილიონს კუმანის გაშვებაში..