ბარსამ 4 წელიწადში 4 ფეხბურთელის ხელფასში მილიარდნახევარი ევრო გადაიხადა

ბარსამ 4 წელიწადში 4 ფეხბურთელის ხელფასში მილიარდნახევარი ევრო გადაიხადა

2017-2021 წლებში, "ბარსელონამ" მხოლოდ ოთხი ფეხბურთელის ხელფასში 1.4 მილიარდი ევრო დახარჯა, ამის შესახებ კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, ფერან რევერტერი, აცხადებს.

ჟოზეპ მარია ბართომეუს მმართველობის პერიოდში, კლუბის სახელფასო ბიუჯეტი წლიდან წლამდე იზრდებოდა. 2016/2017 წლების სეზონში, "ბარსელონას" სახელფასო ბიუჯეტმა 471 მილიონი ევრო შეადგინა, 2017/18 - 667, 2018/19 - 722 და 2019/20 - 759. გასული სეზონის სტარტზე, ამ თანხამ 793 მილიონს მიაღწია, რაც 59%-ით მეტია, ვიდრე 2016 წლის მაჩვენებელი. 

წინა ბორდის მიერ მიღებული წარმოუდგენელი გადაწყვეტილებების ნათელ მაგალითად რევერტერმა ლიონელ მესის, ფილიპე კოუტინიოს, უსმან დემბელესა და ანტუან გრიზმანის კონტრაქტები მოიყვანა. ოთხ წელიწადში კლუბს მათი შრომის ანაზღაურება 1.4 მილიარდი ევრო დაუჯდა, წელიწადში, საშუალოდ, 350 მილიონი ევრო. 

რევერტერმა განაცხადა, რომ "ბარსას" მსგავს კლუბებს 30-50%-ით ნაკლები სახელფასო ბიუჯეტი აქვთ, რაც ფეხბურთელების გაშვებას ძალიან ართულებს. წინა ბორდი გუნდის ვეტერან ფეხბურთელებს გრძელვადიან, ზრდადი ანაზღაურების მქონე ხელშეკრულებებს უდებდა, ახალგაზრდებს კი მოკლევადიან კონტრაქტებს, რაც, რევერტერის თქმით, პირიქით უნდა ყოფილიყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 7 ოქტომბერი 2021 17:42
    0
    წინა ბორდის მიერ მიღებული წარმოუდგენელი გადაწყვეტილებების ნათელ მაგალითად რევერტერმა ლიონელ მესის, ფილიპე კოუტინიოს, უსმან დემბელესა და ანტუან გრიზმანის კონტრაქტები მოიყვანა. ოთხ წელიწადში კლუბს მათი შრომის ანაზღაურება 1.4 მილიარდი ევრო დაუჯდა, წელიწადში, საშუალოდ, 350 მილიონი ევრო.
    და მერე? მესიმ რო სამივეზე მეტის საქმე გააკეთა ეს ვინმეს აინტერესებს? და თუ მესის 350 გადაუხადეს ხო ვიცით რომ მინიმუმ ორი მაგდენი დაუბრუნა გუნდს. ასე რომ კოუტინიოს, დემბელეს და გრიზმანის კონტრაქტები გადაამოწმეთ ბევრ საინტერესოს ნახავთ. ლეოზე ყიდვის ფული მაინც არ გადაუხდიათ ბავშვი მოიყვანეს.
    გულშემატკივარი [?]
    #5 6 ოქტომბერი 2021 20:35
    0
    ციტატა: azulgerana
    აბა ბიჭო არ დააქცია სუარესმა გრიზმანმა დემბელემ და კოუტინიომ.? ზუსტად ამ 4 მძორის გამო ჩავარდა კლუბი ამ დღეში თორე მესიზე ალალი იყო.

    მესი კიარა არცერთი არ იტყვის ზედმეტ ფულზე უარეს,სამაგიეროდ ნაკლები რომ შეეთავაზებინათ დარწმუნებული ვარ დათანხმდებოდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 6 ოქტომბერი 2021 19:56
    2
    აბა ბიჭო არ დააქცია სუარესმა გრიზმანმა დემბელემ და კოუტინიომ.? ზუსტად ამ 4 მძორის გამო ჩავარდა კლუბი ამ დღეში თორე მესიზე ალალი იყო.
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 6 ოქტომბერი 2021 17:52
    3
    ციტატა: Davita
    ყველაზე მეტად მესიზე მეცინება სულ რო იძახდა ფული მნიშვნელოვანი არ არისო და ამდროს 70 ლიმონს ღუნავდა.. დემბელეს რაში უხდიდენ ამ ხელა ფულს გასაოცარია, შედეგს რო თავი გაანებო თამაშითაც არ თამაშობდა

    თუ იდიოტი ხელმძღვანელობა გიხდის ზედმეტს რომელი იტყვის უარს?! შენ იტყოდი უარს? არც მე ვიტყვი თუ ზედმეტს მიხდიან, ვიფიქრებდი დებილები არიან და თუ ზედმეტს მიხდიან შევირგებდი მშვენივრად. 100% მჯერა, რომ მესი უფრო ნაკლებსაც დაჯერდებოდა და არსად წავიდოდა. არ არის მესი ის კაცი, რომელიც ერთი გუნდიდან მეორეში დარბის. მას სტაბილურობა და სადაც შეჩვეულია იქ გაჩერება ურჩევნია. პსჟ კი აიძულეს ეს ყველამ იცის. ბართომ გუნდი მიზანმიმართულად გააკოტრა და ამისთვის პასუხს არავინ თხოვს.
    ფანი [?]
    #2 6 ოქტომბერი 2021 17:13
    0
    ყველაზე მეტად მესიზე მეცინება სულ რო იძახდა ფული მნიშვნელოვანი არ არისო და ამდროს 70 ლიმონს ღუნავდა.. დემბელეს რაში უხდიდენ ამ ხელა ფულს გასაოცარია, შედეგს რო თავი გაანებო თამაშითაც არ თამაშობდა
    ფანი [?]
    #1 6 ოქტომბერი 2021 16:36
    1
    ბართომეუს მოსავალს ვიმკით