გავი 85-წლიანი რეკორდის მოხსნის ზღვარზე

გავი 85-წლიანი რეკორდის მოხსნის ზღვარზე

"ბარსელონას" 17 წლის ნახევარმცველი, პაბლო მარტინ პაეს გავირა, იგივე გავი, ესპანეთის ნაკრებში დებიუტის მოლოდინშია.

ლუის ენრიკემ იგი ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახა. დღეს, "სან სიროზე", ესპანეთი იტალიას დაუპირისპირდება. იმ შემთხვევაში, თუ გავი მოედანზე გავა, 17 წლისა და 62 დღის ასაკში, იგი გახდება ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ესპანეთის ნაკრებში უთამაშია.

წინა რეკორდი ანხელ სუბიეტას ეკუთვნის, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა 85 წლის წინ, 1936 წლის 24 აპრილს, 17 წლისა და 284 დღის ასაკში, ჩაატარა.

ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი დღეს, თბილისის დროით, 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და silksport.ge შემოგთავაზებთ

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 7 ოქტომბერი 2021 17:46
    0
    ასე წერდით ფატიზეც? მოკლედ უფრო დაზუსტებით თუ შეგიძლიათ აგვიხსნათ. ფატის რეკორდი არ ჩაითვალა თუ მოგვატყუეთ დაამყარაო რეკორდი?
    ფანი [?]
    #2 6 ოქტომბერი 2021 16:46
    0
    ციტატა: Albicelecte
    ძალიან მებრძოლი და ჟილკიანია, ბურთთანაც თავს მშვენივრად გრძნობს
    ვგონებ დარდიმანდი გალანძიელის ჩანაცვლება მოუწევს და ეს მომდევნო სეზონიდან დაიწყება smiley
    კუმანის წასვლა და ორივე დე იონგის მიყოლება ერთი იქნება;
    შუა ხაზი ბუსის წასვლის შემდეგ კატალონიურ-ესპანური გახდება
    ნიკო-ჟანდრო-რიკი-პედრი-გავი და ალბათ 1-2 გამოცდილი, თუკი რობერტო გუნდში დარჩა, (სკამზე, გაჭირვების შემთხვევაში)
    დეპაის აიტანს კაცი წინ, სკამზე მაინც... თანაც არაა სუფთა გალანძიელი, რაც თვითონაც მშვენივრად მოეხსენება barca-6
    არ ვარ ჰოლანდიელების წინააღმდეგი, უბრალოდ მთელი გულით და მონდომებით თამაში ვერ შევატყვე

    ფრენკის ვერ შეატყე ბოლომდე ბრძოლა?😂😂
    ან რას ბაზრობ ,ერთადერთი ნათელი წერტილი გუნდში ფრენკია დღეს ..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 6 ოქტომბერი 2021 16:22
    1