ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 6 ოქტომბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 6 ოქტომბერს მოხდა.
თამაშები
6 ოქტომბერს "ბარსელონამ" 14 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 9 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.
1905 წელი
"ბარსელონას" პრეზიდენტის პოსტზე არტურ ვიტი ჟოზეპ სოლერმა შეცვალა.
1957 წელი
"კამპ ნოუზე" გამართულ პირველ ოფიციალურ შეხვედრაში "ბარსელონამ" "რეალ ხაენი" 6-1 გაანადგურა.
1965 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი კიკე ესტებარანსი. 1993/94 წლების სეზონში მან "ბლაუგრანას" მაისურით 25 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ესტებარანსმა კატალონიურ გუნდში ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.
1965 წელი
ბაზრობათა თასის (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) პირველი ეტაპის განმეორებით მატჩში "ბარსელონამ" "უტრეხტი" 7-1 გაანადგურა. 5 გოლი სალდუამ გაიტანა.
1967 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მცველი სერჟი ლოპეს სეგუ. 1988-1991 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 21 თამაში ჩაატარა. სერჟიმ კატალონიურ გუნდში 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 ესპანეთის თასი და 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.
1985 წელი
73 წლის ასაკში გარდაიცვალა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ერნიკე ფერნანდესი.
1996 წელი
"ბარსელონას" აკადემიაში ანდრეს ინიესტას დებიუტი შედგა. მან 14 წლამდელთა B გუნდში ითამაშა.
2017 წელი
ანდრეს ინიესტამ "ბარსელონასთან" უვადო კონტრაქტი გააფორმა.
2019 წელი
ლა ლიგაში "სევილიასთან" გამართულ შეხვედრაში (4-0) "ბარსელონას" მაისურით რონალდ არაუხოს დებიუტი შედგა. ურუგვაელმა მოედანზე გამოსვლიდან 15 წუთში წითელი ბარათი მიიღო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]