რაჰიმ სტერლინგს ბარსელონაში გადმოსვლა სურს - Sport

"მანჩესტერ სიტის" შემტევი რაჰიმ სტერლინგი "ბარსელონაში" გადმოსვლაზე თანახმაა. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
კატალონიური წყაროს ცნობით, სტერლინგის მნიშვნელობა პეპ გვარდიოლას გუნდში მცირდება და იგი კლუბს შეცვლას ისურვებდა. 26 წლის ფეხბურთელს "ბარსელონაში" გადმოსვლა უნდა, რადგან მას ესმის, რომ შეტევაში რესურსების ნაკლებობის ფონზე "ბალუგრანაში" შეუძლია, წამყვანი მოთამაშე გახდეს. კატალონიურ კლუბში მიიჩნევენ, რომ რაჰიმი "ბარსას" პროფილის ფეხბურთელია.
იმავე წყაროს ცნობით, "ბარსელონას" პრიორიტეტი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეტევის გაძლიერებაა. კლუბი იანვრისთვის სტერლინგის იჯარით აყვანაზე იმუშავებს. გარდა ამისა, "ბარსას" დანი ოლმოს ვარიანტიც აქვს.
ასევე Sport იტყობინება, რომ გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდასხმელის, ედინსონ კავანის სავარაუდო გადმოსვლაზე აქტიურად იწერებოდა, რეალურად დირექტორი მატეუ ალემანი მანჩესტერში სტერლინგის ტრანსფერის შესათანხმებლად ჩაფრინდა, მაგრამ მაშინ "სიტიმ" ფეხბურთელის გაშვებაზე უარი თქვა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]