ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული ბარსელონელები

ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული ბარსელონელები

"ბარსელონაში" საკლუბო ფეხბურთი 17 ოქტომბერს, "კამპ ნოუზე", "ვალენსიასთან" გასამართი მატჩით დაბრუნდება.

"ბარსადან" ეროვნულ ნაკრებებში 11 ფეხბურთელია გამოძახებული:

ესპანეთი - რობერტო, გარსია, ბუსკეტსი, გავი

კატალონიური გუნდიდან ლუის ენრიკე, როგორც წესი, ოთხ ფეხბურთელს იძახებს, თუმცა ამ შემთხვევაში განაცხადში, ალბასა და პედრის ნაცვლად, რობერტო და გავი მოხვდნენ. ესპანეთს წინ ერთა ლიგის ოთხთა ფინალი ელის. 6 ოქტომბერს, ნახევარფინალში იტალიის დამარცხების შემთხვევაში, ესპანეთი 10 ოქტომბერს, დასკვნით შეხვედრაში ბელგიასა და საფრანგეთს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

ნიდერლანდები - ფ. დე იონგი, ლ. დე იონგი, მემფისი

ესპანეთის გარდა, ყველა სხვა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებს ჩაატარებს, მათ შორის ნიდერლანდებიც. ლუი ვან გაალის გუნდს წინ იოლი შეხვედრები ელის - 8 ოქტომბერს ლატვიასთან და 11 ოქტომბერს გიბრალტართან.

გერმანია - ტერ შტეგენი

გერმანელები 8 ოქტომბერს რუმინეთს შეხვდებიან, 11-ში კი - მაკედონიას.

ავსტრია - დემირი

"ბარსელონას" 18 წლის ახალწვეულის ავსტრია 9 ოქტომბერს ფარერებს ეთამაშება, 12 ოქტომბერს კი - დანიას.

ურუგვაი - არაუხო

ოსკარ ტაბარესის გუნდს წინ სამი, ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ელის - კოლუმბია (8 ოქტომბერი), არგენტინა (11 ოქტომბერი) და ბრაზილია (15 ოქტომბერი).

შეერთებული შტატები - დესტი

არაუხოს მსგავსად, დესტის ნაკრებიც სამ მატჩს ჩაატარებს. ამერიკელები 8 ოქტომბერს იამაიკას შეხვდებიან, 11 ოქტომბერს პანამას, ხოლო 14 ოქტომბერს კი - კოსტა რიკას.

"ბარსელონაში" დარჩენილი ფეხბურთელები დღეს, ხვალ და ზეგ "სიუტატ ესპორტივაზე" ივარჯიშებენ, შემდეგ კი 5-დღიანი შვებულება ექნებათ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 4 ოქტომბერი 2021 20:04
    0
    კაია რო მოგვაწოდეთ ცნობები, ძალიან ვდარდობდი ვინმე ნაკრებს გარეთ არ დარჩეს და საკუთარი ქვეყანა არ გასწირონ წაგებისთვის თქო. ესენი ხო ყველა გამარჯვებულის მენტალიტეტით არიან აღვსილები.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 4 ოქტომბერი 2021 12:43
    0
    რა ვერ დამთავრდა ეს სანაკრებო თამაშები. ძაან დატვირთვა.
    --------------------
    THUGS