ბარსელონა გავისთან ახალ და გაუმჯობესებულ კონტრაქტს გააფორმებს

ბარსელონა გავისთან ახალ და გაუმჯობესებულ კონტრაქტს გააფორმებს

"ბარსელონა" გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველთან, გავისთან კონტრაქტის გახანგძლივებას გეგმავს.

Diario Sport-ის ინფორმაციით, კლუბის სპორტული მენეჯმენტი უკვე მუშაობს 17 წლის ფეხბურთელის კონტრაქტის პირობების გაუმჯობესებასა და მის გახანგრძლივებაზე. უახლოეს დროში "ბარსა" ახალგაზრდა ნახევარმცველის წარმომადგენლებს დაუკავშირდება.

ახლა ფეხბურთელი იმ ხელფასს იღებს, რაც მას ჯერ კიდევ სარეზერვო გუნდში თამაშის დროიდან გამოუყეს. გავის ამჟამინდელი კონტრაქტი 2023 წლამდე მოქმედებს. შეგახსენებთ, რომ ის ერთა ლიგის მატჩებისთვის ესპანეთის ნაკრებშია გამოძახებული.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 4 ოქტომბერი 2021 09:58
    0
    რაღაც ცუდად დაგვჩემდა, ვისაც გავუხანგრძლივეთ ყველამ დააგდო დონე.