ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 3 ოქტომბერი
წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 3 ოქტომბერს მოხდა.
თამაშები
3 ოქტომბერს "ბარსელონამ" 21 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 12 მოიგეს, 6 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.
1911 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი (1960-61) ლიუბიშა ბროჩიჩი.
1981 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი. 2009-2010 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 46 თამაში ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა. იბრაჰიმოვიჩმა კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ევროპის სუპერ თასი, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.
1984 წელი
თასების მფლობელთა თასის პირველი ეტაპის პირველ მატჩში "ბარსელონა" "მეცთან" "კამპ ნოუზე" 1-4 განადგურდა.
1993 წელი
"ოსასუნასთან" სტუმრად ანგარიშით 3-2 მოგებულ შეხვედრაში მიკაელ ლაუდრუპმა და რომარიომ ეს შედევრი შექმნეს.
1996 წელი
UEFA-ს გადაწყვეტილებით მომდევნო სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაზე ევროპის საუკეთესო 8 ჩემპიონატის მეორეადგილოსანიც ითამაშებდა.
1998 წელი
ლა ლიგაში ჩავის დებიუტი შედგა. მისმა გუნდმა "ვალენსია" სტუმრად 3-1 დაამარცხა.
2018 წელი
"ტოტენჰემთან" სტუმრად ანგარიშით 4-2 მოგება "ბარსელონასთვის" ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მე-300 თამაში იყო, 28-ე წუთზე ივან რაკიტიჩის მიერ გატანილი გოლი კი კატალონიელთათვის ამ ტურნირზე მე-600 გოლი აღმოჩნდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]