ფატის კონტრაქტზე მუშაობა გრძელდება - ბარსას ხელმძღვანელობა მენდეშის გუნდის წევრებს შეხვდა

ფატის კონტრაქტზე მუშაობა გრძელდება - ბარსას ხელმძღვანელობა მენდეშის გუნდის წევრებს შეხვდა

"ბარსელონას" ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გუნდის ახალი ათიანის, ანსუ ფატისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებაა, რაზე მუშაობაც აქტიურად მიმდინარეობს. 

Sport-ის ინფორმაციით, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელები, კერძოდ, პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა, პირველი ვიცე პრეზიდენტი, რაფა იუსტე და ლაპორტას მრჩეველი, ენრიკ მასიპი 18 წლის ფეხურთელის აგენტის, ჟორჟე მენდეშის გუნდის წევრებს შეხვდნენ და ფატისთვის ხელშეკრულების გახანგრძლივების საკითხი განიხილეს. შეხვედრა სამშაბათს, 28 სექტემბერს, ლისაბონის ერთ-ერთ რესტორანში, "ბენფიკასთან" მატჩის წინა დღეს გაიმართა. თავად მენდეში იქ არ იმყოფებოდა. 

წყაროს ცნობით, მხარეები, რომლებსაც ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ, შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე განახლდება, რათა ანსუმანეს მომავალი გაირკვეს. 

"ბლაუგრანა" ყველაზე დიდ იმედს სწორედ ფატიზე ამყარებს, რის გამოც სურს, კონტრაქტი სასწრაფოდ გაუხანგრძლივოს, რათა ილაიშ მორიბას სიტუაცია არ გამეორდეს. თავის მხრივ, კატალონიურ გუნდში ფეხბურთელიც კარგად გრძნობს თავს და 10-ნომრიანი მაისურის ტარებით ძალიან ბედნიერია. 

ფატის მიმდინარე კონტრაქტი 2024 წელს იწურება, თუმცა ამ ხელშეკრულების გაფორმებისას ის არასრულწლოვანი იყო. მისი გამოსასყიდი თანხა 400 მილიონი ევროა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 2 ოქტომბერი 2021 16:37
    0
    ეს კაცი არსად გარბის და მწვრთნელზე იფიქრე შე უჯიშო, ნუ გადაგვაყოლე ამ კუმანის ყურება აღარ შემიძლია.
    Culé [?]
    #6 2 ოქტომბერი 2021 09:29
    0
    ციტატა: JustBarcaLover
    ციტატა: C.PC5
    ეს არსადაა წამსვლელი არაა სანერვიულო. ლაპორტ შენ კიდე რა დავემართა მიშა დაბრუნდა საქართველოში ბოლოსდაბოლოს, ეს ჩავის დაბრუნება რა გახდა ასეთი?! #ჩავიჰამოდი🙏

    ლაპორტა ფიქრობს რომ ჩავის ცოტა გამოცდილება აკლია და გამოცდილ მწვრთნელს ეძებს რადგან არუნდა რომ თავისი გადაწყვეტილება ინანოს მას ბარსასთვის საუკეთესო სურს და ცოტა უნდა ვაცადოთ ამ კაცს და მის მდგომარობაში უნდა შევიდეთ 🙏

    არა გამოცდილი პირლო ჯობია რაის გამოუცდელი ჩავი🤗
    ფანი [?]
    #5 1 ოქტომბერი 2021 23:49
    0
    ციტატა: JustBarcaLover
    ციტატა: Joakim Brodén
    ფატი ვინღაა? ახალია ვინმე?

    არიცი?... შენ ბარსას თამაშებზე გეძინა? 😆

    ადრე ვიძინებ ხოლმე
    ფანი [?]
    #4 1 ოქტომბერი 2021 23:36
    1
    ციტატა: Joakim Brodén
    ფატი ვინღაა? ახალია ვინმე?

    არიცი?... შენ ბარსას თამაშებზე გეძინა? 😆
    --------------------
    ბართუშ მოკვდი!
    ფანი [?]
    #3 1 ოქტომბერი 2021 23:19
    0
    ფატი ვინღაა? ახალია ვინმე?
    ფანი [?]
    #2 1 ოქტომბერი 2021 23:08
    1
    ციტატა: C.PC5
    ეს არსადაა წამსვლელი არაა სანერვიულო. ლაპორტ შენ კიდე რა დავემართა მიშა დაბრუნდა საქართველოში ბოლოსდაბოლოს, ეს ჩავის დაბრუნება რა გახდა ასეთი?! #ჩავიჰამოდი🙏

    ლაპორტა ფიქრობს რომ ჩავის ცოტა გამოცდილება აკლია და გამოცდილ მწვრთნელს ეძებს რადგან არუნდა რომ თავისი გადაწყვეტილება ინანოს მას ბარსასთვის საუკეთესო სურს და ცოტა უნდა ვაცადოთ ამ კაცს და მის მდგომარობაში უნდა შევიდეთ 🙏
    --------------------
    ბართუშ მოკვდი!
    Culé [?]
    #1 1 ოქტომბერი 2021 22:42
    5
    ეს არსადაა წამსვლელი არაა სანერვიულო. ლაპორტ შენ კიდე რა დავემართა მიშა დაბრუნდა საქართველოში ბოლოსდაბოლოს, ეს ჩავის დაბრუნება რა გახდა ასეთი?! #ჩავიჰამოდი🙏