როგორი ბიუჯეტით ხვდება ბარსელონა ახალ ფინანსურ წელს?

როგორი ბიუჯეტით ხვდება ბარსელონა ახალ ფინანსურ წელს?

"ბარსელონამ" 2020/21 ფინანსური წლის შემაჯამებელი ანგარიში და მომდევნო სეზონის ბიუჯეტი ოფიციალურად წარადგინა. 

გასული ფინანსური წელი კატალონიურმა კლუბმა 631 მილიონი ევროს ოდენობის შემოსავლით დახურა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 26%-ით ნაკლებია. "ბარსელონას" დანახარჯებმა 1 136 მილიონი შეადგინა და შესაბამისად, ჯამური ბალანსი უარყოფითია - 505 მილიონი ევრო; გადასახადების გარეშე კი 481 მილიონი ევრო. როგორც მოსალოდნელი იყო, კლუბმა ამ პერიოდში ფინანსური კუთხით სერიოზულად იზარალა. 

აღსანიშნავია, რომ დანახარჯის ეს მაჩვენებელი წინა წლისას 19%-ით აღემატება და "ბარსას" ისტორიაში სარეკორდო რიცხვია. 

კლუბის საერთო ვალი იმ პოტენციური ინვესტიციების გათვალისწინებით, რომლებსაც ხელმძღვანელები Espai Barca-სა და სხვა პროექტებში ელიან, 558 მილიონს შეადგენს. აქედან 533 მილიონი საბანკო ვალია. 

2021/22 ფინანსური წლისთვის "ბარსელონას" ბიუჯეტი 765 მილიონი ევრო იქნება. კლუბის განმარტებით, ამ რიცხვის ზრდა "კამპ ნოუსა" და "ბარსას" მიერ ოპერირებული სხვა დაწესებულებების გახსნას უკავშირდება, რომელთაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში პანდემიის გამო მოგება ვერ მოჰქონდა.

ამ სეზონში დანახარჯი მნიშვნელოვნად იქნება შემცირებული - მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების გაყიდვისა და მოქმედი პერსონალის ხელფასის დაქვეითების შემდეგ, ეს რიცხვი 784 მილიონი ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ შემოსავალსა და დანახარჯს შორის უარყოფითი განსხვავება წელს გაცილებით მცირე იქნება, რაც "ბარსას" ზოგად ფინანსურ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს. 

"ბარსელონას" გენერალური დირექტორი, ფერან რევერტერი, ამ თემაზე პრეზენტაციას 6 ოქტომბერს გამართავს და კონკრეტულ რიცხვებზე უფრო დეტალურად ისაუბრებს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 1 ოქტომბერი 2021 17:14
    1
    როგორით და გარღვეულ-განიავებულით scream rage
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 1 ოქტომბერი 2021 17:05
    3
    კარგ დროს მოგვისწრო ამ ბიუჯეტის წარმოდგენამ.ეხლა კი ავყვავდებით ლაპორტა რო გაითვალისწინებს იმ მიქარვებს რაც ბართომ ჩაიდინა.