ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 30 სექტემბერი
წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 30 სექტემბერს მოხდა.
თამაშები
30 სექტემბერს "ბარსელონამ" 16 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 5 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 7 წააგეს.
1961 წელი
"სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ "ელ კლასიკოში" "ბარსელონამ" "რეალ მადრიდთან" 0-2 წააგო.
1962 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი (2003-2008) ფრანკ რაიკარდი.
1962 წელი
"სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ "ელ კლასიკოში" "ბარსელონამ" "რეალ მადრიდთან" 0-2 წააგო.
1984 წელი
49 წლის ასაკში გარდაიცვალა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი ეულოხიო მარტინესი.
1995 წელი
"სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული "ელ კლასიკო" 1-1 დასრულდა. გოლები რაულმა და როჟერმა გაიტანეს.
2014 წელი
"პარი სენ-ჟერმენთან" ანგარიშით 2-3 წაგებულ შეხვედრაში "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგაზე თავისი მე-500 გოლი გაიტანა და მისი ავტორი ლიონელ მესი გახდა.
ეს "ბარსელონასთვის" ამ ტურნირზე 50-ე წაგება იყო, ხოლო ანდრეს ინიესტასთვის - მე-100 თამაში.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 3 ]