ოფიციალურად: ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია 29 ნოემბერს გაიმართება

ოფიციალურად: ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია 29 ნოემბერს გაიმართება

ცოტა ხნის წინ, France Football-მა 2021 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების თარიღი დაასახელა - ცერემონია 29 ნოემბერს პარიზში, შატელეს საოპერო თეატრში გაიმართება.

ასევე ცნობილი გახდა, რომ საბოლოო კანდიდატების ვინაობა 8 ოქტომბერს გვეცოდინება.

ოქროს ბურთის მთავარ ფავორიტად ლიონელ მესი ითვლება, რომელმაც გასულ სეზონში "ბარსელონასთან" ერთად კოპა დელ რეი მოიგო, არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად კი კოპა ამერიკის გამარჯვებული გახდა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. "ლა პულგას" მთავარი კონკურენტი რობერტ ლევანდოვსკია. 

ცნობისთვის, ოქროს ბურთის მოქმედი გამარჯვებულიც მესია, რომელმაც ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო 2019 წელს მოიგო, 2020 წელს კი, პანდემიის გამო, ცერემონია არ ჩატარებულა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 30 სექტემბერი 2021 17:10
    1
    ლევანდოვსკის შარშანდელიც ეყოფა წელს ლეოს დაუთმონ ეს ნამდვილად ბოლო იქნება. მაგარი თაობა მოდის.
    Culé [?]
    #6 29 სექტემბერი 2021 20:52
    3
    ადრე წავიკითხე, რომ 2 ბურთი გათამაშდება 2020 და 2021, იმედია ძალაშია ეგ გადაწყვეტილება
    ფანი [?]
    #5 29 სექტემბერი 2021 20:37
    5
    ისეთი სეზონის მერე უსამართლობა იქნება ლევანას რომარ მიცენ, სადაც ევრო 2020 ჩაატარეს 2021 წელს იქ ახლა 2020 ის ოქროც რომ გაათამაშონ არაფერი დაშავდება, უფრო სამართლიანი იქნება თუ 2020 ის ოქროს ბურთს ლევანას გადასცემენ და 2021 ისას ლეოს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 29 სექტემბერი 2021 19:30
    6
    მიართვით მეფეს კუთვნილი ჯილდო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #3 29 სექტემბერი 2021 19:01
    6
    ორივე პარიზშია ნამდვილად, პრიზიც და პრიზიორიც, ლეო😘
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული...
    Culé [?]
    #2 29 სექტემბერი 2021 18:46
    6
    ერთი ოქროს ბურთი ლევანას,ერთი მეფეს ჩაახუტონ.(გასკდება ერთი ადამიანი ბოღმისგან).
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 29 სექტემბერი 2021 18:38
    6
    ცერემონია პარიზშია, კლიენტიც პარიზშია.