As: ბალდეს რეაბილიტაციის პროცესში სირთულეებია

As: ბალდეს რეაბილიტაციის პროცესში სირთულეებია

"ბარსელონას" ახალგაზრდა მარცხენა მცველის, ალეხანდრო ბალდეს, რეაბილიტაციის პროცესი ისე არ მიმდინარეობს, როგორც ეს დაგეგმილი იყო, იტყობინება As.

მადრიდული გამოცემა წერს, რომ ბალდეს ზურგის არეში დისკომფორტი აგვისტოდან მოყოლებული აქვს. მან სერიოზული დაზიანება 20 სექტემბერს, "გრანადასთან" მატჩში მიიღო. მისი დაბრუნება ორ კვირაში იყო დაგეგმილი, თუმცა ტრადიციული მეთოდებით მკურნალობამ არ გაამართლა და მას არაინვაზიური ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა.

ამჟამად, ექიმები მიიჩნევენ, რომ თუ ბალდე დაბრუნებას სანაკრებო პაუზის შემდეგ, ანუ ოქტომბრის შუა რიცხვებში შეძლებს, ეს კარგ შედეგად უნდა ჩაითვალოს.

მასთან ერთად, ტრავმირებულია ჟორდი ალბაც, დაცვის მარცხენა ფლანგზე თამაში კი სერჟინიო დესტს უწევს. არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, ალბა "ატლეტიკოსთან" სათამაშოდ მზად იყოს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #8 29 სექტემბერი 2021 20:50
    0
    ღლესტი ვნახოთ ბენფიკასთან რასიზავს, მერე ატლესთან და რეალთანაც დააკვირდნენ, დიდ გუნდებთანაც ისე თუ ითამაშა როგორც ლევანტესთან მაშინ დატოვონ მარცხნივ, ხოლო თუ ისევ ისე აფორთხიალეს მაშინ სეზონის ბოლოს გაყიდონ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 29 სექტემბერი 2021 17:25
    0
    წესიერად უმკურნალეთ ამ ბიჭს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 29 სექტემბერი 2021 16:45
    0
    არაინვაზიური, ანუ უსისხლოდ თუ სხვა რამეს ნიშნავს?
    Culé [?]
    #5 29 სექტემბერი 2021 16:25
    0
    ეს წყევლაა სხვა ახსნა არაქვს ამას თან ვინც კარგია ზუსტად ისენი იმტვრევაა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 29 სექტემბერი 2021 15:50
    1
    დესტი არაა ცუდი მაგ ფლანგზე, მგონია, რომ უფრო მაგ ფლანგის კაცია, უბრალოდ მაჯვნივ იმიტომ დადგა, რომ ეთამაშა და გუნდიდან არ გაეგდოთ ალბას გამო barca-6
    გულშემატკივარი [?]
    #3 29 სექტემბერი 2021 15:49
    0
    და არაინვაზიური რას ნიშნავს?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 29 სექტემბერი 2021 15:49
    3
    ხავი დებილი კიარაა თავისი საექიმო შტაბით რომ მოდის. რაარი ყველა თამაშში თითო კაცი იმტვრევა
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 29 სექტემბერი 2021 15:21
    0
    ანუ თითო თამაში - თითო დაკარგული ფეხხბურთელი. სტატისტიკა გრძელდება. ამასაც 10 თვე უნდა ფატივით თუ ეს დემბელეს კვალს გაყვება სამუდამოდ.