რონალდ კუმანის პრესკონფერენცია ბენფიკასთან თამაშის წინ

რონალდ კუმანის პრესკონფერენცია ბენფიკასთან თამაშის წინ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა "ბენფიკასთან" ხვალინდელი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

არ ვიცი, არის თუ არა "ბენფიკა" ყველაზე მეტად მომზადებული გუნდი, მაგრამ ის ძლიერი მეტოქეა. ეს გამოცდილებიდან ვიცი. კარგი შედეგი გვჭირდება. ორივე გუნდის სათამაშო სტილიდან გამომდინარე საინტერესო მატჩი იქნება.
გადამწყვეტია თუ არა ხვალინდელი თამაში? 6 მატჩიდან მეორე შეხვედრა გადამწყვეტი არასდროს იქნება.
"ლევანტეს" წინააღმდეგ ბურთის გარეშეც შესანიშნავად ვმოქმედებდით. გვინდა, რომ მეტოქეზე ზეწოლა მოვახდინოთ და მას თამაშის გაკონტროლების საშუალება არ მივცეთ. ამას ყოველთვის ვცდილობთ, მაგრამ არის მატჩები, რომლებშიც უკეთ თამაშობ და არის მატჩები, რომლებშიც პირიქითაა. ეს ჩვენს მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
ფატი ეროვნულ გუნდში? ნაკრების მწვრთნელი არ ვარ, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მან 10 თვის შემდეგ 15 წუთი ითამაშა... ვიცი, რომ ანსუს წინ გრძელი გზა აქვს გასავლელი. ეს უკვე აღვნიშნეთ.
დღეს პრეზიდენტი არ მინახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ერთმანეთს ვარჯიშისა და ხვალინდელი თამაშის შესახებ სასაუბროდ შუადღისას შევხვდებით.
ყველაზე მნიშვნელოვანი მომზადება და თამაშის გაკონტროლებაა. შეხედეთ, ახალგაზრდა ფეხბურთელებს სათამაშო დროს ვაძლევთ. ფიზიკური საკითხის გაკონტროლება აუცილებელია. 12 დღეში 5 მატჩი ნებისმიერი მოთამაშისთვის ბევრია. სიახლეები უნდა ეძებო.
რთულ თამაშს ველოდებით. კარგად ვიცი სტადიონის ატმოსფერო, "ბენფიკას" სიძლიერე სახლში... არ ველი, რომ მეტოქე დიდ სივრცეებს დატოვებს, რადგან მას პორტუგალიური მენტალიტეტი აქვს.
ყოველთვის მოსაგებად ვთამაშობთ. ჩვენი მიზანი ყოველთვის თამაშის გაკონტროლება და ბურთის ფლობაა. მეტოქეზე პრესინგი ფორმაციაზე დამოკიდებული არაა, ეს ყოველთვის შეგვიძლია.
ფატი გუშინ ძალიან დაღლილი იყო. ამდენი ხანი უქმობა, დაბრუნების შემდეგ გატანა... ამ ყველაფერმა მასზე დიდი ემოციური გავლენა იქონია. თუმცა, ანსუმ უპრობლემოდ ივარჯიშა. შევეცდებით, ფატის უფრო და უფრო მეტი დრო მივცეთ, მაგრამ ეს, უპირველეს ყოვლისა, მასზეა დამოკიდებული.
ხვალინდელი თამაშისთვის მნიშვნელოვანი დაცვის ორგანიზებაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #7 29 სექტემბერი 2021 10:39
    0
    ციტატა: nikusha
    ტერ შტეგენი
    მინგესა-არაუხო-პიკე-დესტი
    დე იონგი-ბუსკეტსი-რობერტო
    დემირი-დეპაი-კოუტინიო


    შეცვლებზე: ლ.დე იონგი; ანსუ ფატი; ნიკო; გავი; პედრი უნდა შემოვიდნენ

    ეს კოუ არ ვარგა და მაგას კიდე ხე იონგი ჯობია იდგეს თავდასხმაში
    --------------------
    ბართუშ მოკვდი!
    ფანი [?]
    #6 28 სექტემბერი 2021 23:52
    0
    ტერ შტეგენი
    მინგესა-არაუხო-პიკე-დესტი
    დე იონგი-ბუსკეტსი-რობერტო
    დემირი-დეპაი-კოუტინიო


    შეცვლებზე: ლ.დე იონგი; ანსუ ფატი; ნიკო; გავი; პედრი უნდა შემოვიდნენ
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    Culé [?]
    #5 28 სექტემბერი 2021 19:03
    2
    ჩვენ ამის იდიოტურ კომენტარებს ავიტანთ როგორმე მაგრამ აი ამ კომენტარების შემდეგ ხომ წარმოგიდგენიათ რას ელაპარაკება ბიჭებს ეს ჩაჯმული ეს rage იმის მაგივრად მხეცი მოტივატორი იყოს ზუსტი და დავალებები მისცეს ბიჭებს თამაშის დროს რეებს პრუტუნებს rage .....ლაპორტა შენ იყო ბართომეუ ეს თუ ტრიბუნიდან ქვემოთ ჩამოუშვა ჯობია შროიდერ/ლარსონმა წაიყვანონ თამაში ისევ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 28 სექტემბერი 2021 17:55
    2
    გადამწყვეტია თუ არა ხვალინდელი თამაში? 6 მატჩიდან მეორე შეხვედრა გადამწყვეტი არასდროს იქნება.
    ელაპარაკე ეხლა ამას. თუ მოგვიგო ჩვენზე წინ იქნება ცხრილში 4 ქულით და ეს სად ფიქრობს ამ 4 ქულის ამოქაჩვას მიუნხენში? თუ გონია მეორე თამაშს მოუგებს ბენფიკას.
    გულშემატკივარი [?]
    #3 28 სექტემბერი 2021 16:09
    10
    ეს კაცი გუნდს ემოციურად უკან ხევს სერიოზულად თავისი მშიშარა ტაქტიკით და ჯიბრიანი ხასიათით. როცა ამას არ ხედავენ უკეთესად თამაშობენ. უნდა გაუშვან აუცილებლად
    ფანი [?]
    #2 28 სექტემბერი 2021 15:54
    1

    დეპაი ლუკდეიონგი გავი
    ფრენკი ბუსკვერცხი ნიკო
    დესტი პიკე არაუხო მინგესა

    სამწუხაროდ გაფარჩაკებულ კოუს გავი დააყენოს ჯობია, თან მარჯვნინვ მომეწონა კარგად ეხნებოდა მინგესას .
    Culé [?]
    #1 28 სექტემბერი 2021 15:46
    2
    იმედია ფატიზე არგარისკავს ეგრევე და ისევ ბოლოსკენ გამოიყვანს თორე ჯერ ადრეა მაგის დატვირთვა

    დეპაი-დე იონგი
    ფრენკი-კოუტინიო-გავი
    ბუსკეცი
    დესტი-არაუხო-პიკე-მინგეზა
    ტერ შტეგენი