რონალდ არაუხოს პრესკონფერენცია ბენფიკასთან მატჩის წინ

რონალდ არაუხოს პრესკონფერენცია ბენფიკასთან მატჩის წინ

"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა რონალდ არაუხომ "ბენფიკასთან" ხვალ გასამართი შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ფატისთან ურთიერთობა? ანსუს დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ. ვიცით ყველაფერი, რაც მოხდა. დასაბრუნებლად მოთმინება და თავდაუზოგავად მუშაობაა საჭირო.
სეზონი კარგად დავიწყე. პრესეზონსა და არდადგებზე კარგად მოვემზადე... ამ მაისურის ტარების პასუხისმგებლობა შესანიშნავად ვიცი. როტაცია ხშირია. მინდა, რომ, როდესაც ვთამაშობ, ჩემი შესაძლებლობები ვაჩვენო.
ყველა ტიტულის მოგებას შევეცდებით. ჩვენ "ბარსა" ვართ. ყველა ტურნირის მოგების ამბიცია უნდა გვქონდეს.
ფატისთან ხშირად ვსაუბრობ. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ის ბრწყინვალე ხასიათის მქონე შესანიშნავი ფეხბურთელია. ბედნიერი ვარ, რომ მისთვის ყველაფერი კარგად დასრულდა.
ხვალ მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს. ლისაბონში მოსაგებად მივდივართ. კვირას ჩატარებული შესანიშნავი თამაშის შემდეგ სრულ მზადყოფნაში ვართ. მიუხედავად იმისა, რომ "ბენფიკა" ძლიერი მოწინააღმდეგეა, იქ 3 ქულის მოსაპოვებლად მივდივართ.
თავდამსხმელიდან მცველად ჩამოყალიბება? სერხიო კაბრერამ დამიმტკიცა, რომ დაცვაში თამაშის შესაძლებლობები მაქვს. მართალია, რომ ჩემთვის ყველაფერი კარგად აეწყო. დაცვაში თამაში სიამოვნებას მანიჭებს.
შესანიშნავი გუნდი ვართ, ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყვავს და ყველაფერი უნდა მოვიგოთ...

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 28 სექტემბერი 2021 17:59
    1
    ციტატა: Zura Gviniashvili
    მოუყვანეთ ამას ერთი კარგი თავისნაირი მცველი და ერთი 8 წელი დავისვენებთ

    დე ლიგტიო მინდაო ლაპორტაა ატეხილი და გამოადგება ამას ნაპარნიკად?
    ფანი [?]
    #2 28 სექტემბერი 2021 15:37
    7
    მოუყვანეთ ამას ერთი კარგი თავისნაირი მცველი და ერთი 8 წელი დავისვენებთ
    Culé [?]
    #1 28 სექტემბერი 2021 15:21
    10
    "ყველა ტიტულის მოგებას შევეცდებით. ჩვენ "ბარსა" ვართ. ყველა ტურნირის მოგების ამბიცია უნდა გვქონდეს."- ვენაცვალე მებრძოლ გულში <3 კუმანამ ლიგაზე სასწაული უნდა მოხდეს რო გავიმარჯვოთო :დ მარტო ამის გამოა გასაგდები კუმანა :)