ფატის აგენტმა ბარსელონასგან შეთავაზება მიიღო

ფატის აგენტმა ბარსელონასგან შეთავაზება მიიღო

"ბარსელონა" გუნდის ამომავალ ვარსკვლავთან, ანსუ ფატისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უკვე აქტიურად მუშაობს.

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფატის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა "ბლაუგრანასგან" ფეხბურთელის ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შეთავაზება უკვე მიიღო. ანსუს წარმომადგენელი ამჟამად კატარში შვებულებაში იმყოფება და როდესაც დაბრუნდება, იგი "ბარსას" ხელმძღვანელს, მატეუ ალემანის კონტრაქტის დეტალების საბოლოოდ შესათანხმებლად შეხვდება.

MD-ს ცნობით, "ბარსას" ახალმა 10-იანმა კლუბსა და ახლობლებს შეატყობინა, რომ დარჩენა უნდა. ამის შესახებ კარგად იცის მენდეშმაც, რომელიც ამ საკითხს რაც შეიძლება მალე მოაგვარებს. ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანოც ადასტურებს.

იგივე წყარო იტყობინება, რომ 18 წლის ფეხბურთელის ფინანსური პირობები გაუმჯობესდება, მაგრამ იგი კლუბის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ადეკვატური იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 28 სექტემბერი 2021 18:05
    1
    ციტატა: cezo45
    მორიბასაც რო ჭკვიანურად მოქცეულიყო როგორც ფატი ახლა ბატსელონას ძირითადში იქნებოდა მითუმეტეს ნახევარდაცვა ბარსას მოშლილია ახლა მარა სულელი ზანგი რო იქნება ადამიანი არეშველება იმას არაფერი

    ისე ხო არ გაგიგიათ, რას შვრება ის უბედური თამაშობს ძირითადში?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 28 სექტემბერი 2021 14:22
    3
    მორიბასაც რო ჭკვიანურად მოქცეულიყო როგორც ფატი ახლა ბატსელონას ძირითადში იქნებოდა მითუმეტეს ნახევარდაცვა ბარსას მოშლილია ახლა მარა სულელი ზანგი რო იქნება ადამიანი არეშველება იმას არაფერი