ბენფიკასთან მატჩის განაცხადი ცნობილია - პედრი დაბრუნდა

ბენფიკასთან მატჩის განაცხადი ცნობილია - პედრი დაბრუნდა

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში "ბენფიკასთან" გასამართი მატჩისთვის გუნდის განაცხადი დაასახელა.

კარგი სიახლე ისაა, რომ განაცხადში დაბრუნდა პედრი, რომელმაც ტრავმა მოირჩინა. გამოჯანმრთელდა სერჟი რობერტოც. "ლევანტესთან" დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებული თამაშის შემდეგ განაცხადს დაუბრუნდა ფრენკი დე იონგიც.

"ბლაუგრანას" ისევ არ ეყოლება უსმან დემბელე, მარტინ ბრეითუეიტი, ჟორდი ალბა და სერხიო აგუერო.

გუნდის განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, დესტი, პიკე, არაუხო, ბუსკეტსი, პუჩი, დეპაი, ფატი, დემირი, ნეტუ, კოუტინიო, ლანგლე, პედრი, ლ. დე იონგი, რობერტო, ფ. დე იონგი, მინგესა, უმტიტი, გარსია, პენია, ნიკო, გავი.

"ბენფიკასა" და "ბარსელონას" დაპირისპირება ხვალ თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #4 28 სექტემბერი 2021 23:25
    0
    ტერ შტეგენი
    მინგესა-არაუხო-პიკე-დესტი
    დე იონგი-ბუსკეტსი-რობერტო
    დემირი-დეპაი-კოუტინიო


    დემირი-ლუკ დე იონგი
    კოუტინიო-ანსუ ფატი
    ბუსკეტსი-ნიკო გონსალესი
    მინგესა-პედრი
    დესტი-გავი
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 28 სექტემბერი 2021 18:02
    0
    დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებული თამაშის შემდეგ განაცხადს დაუბრუნდა ფრენკი დე იონგიც.
    ჩემპიონატში მიღებული დისკვალიფიკაციის გამო, ლიგაზე მაინც არ გამოტოვებდა თამაშს, ასე რომ განაცხადს დაუბრუნდა მთლად არ ასახავს სიტუაციას.
    გულშემატკივარი [?]
    #2 28 სექტემბერი 2021 17:58
    0
    ---ფატი-დეპაი-დემირი
    პედრი---ბუსი----დე იონგი
    დესტი-არაუხო-პიკე-მინგესა
    შტეგენი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 28 სექტემბერი 2021 15:02
    3
    არ ამოასუნთქოთ, ეგრევე შეტენეთ ძირითადში.