აგუეროს დებიუტის თარიღი ცნობილია - Sport

აგუეროს დებიუტის თარიღი ცნობილია - Sport

ცნობილია, როდის ვიხილავთ მოედანზე სერხიო აგუეროს "ბარსელონას" მაისურით პირველად. ამის შესახებ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

"ბარსამ" აგუერო გასულ ზაფხულში დაიმატა, მაგრამ არგენტინელ თავდამსხმელს ტრავმის გამო კატალონიურ გუნდში ჯერ არ უთამაშია. როგორც წყარო იტყობინება, ექიმების შეფასებით, სამხრეთ ამერიკელი ვარსკვლავის დებიუტი "ბარსელონაში" სანაკრებო პაუზის შემდეგ, 17 ოქტომბერს, "ვალენსიასთან" გასამართ შეხვედრაში შედგება.

"ვალენსიასთან" დაპირისპირებამდე "ბლაუგრანა" 2 მატჩს გამართავს და ორივეს სტუმრად. კატალონიელები ხვალ ლისაბონის "ბენფიკას" შეხვდებიან, შაბათს კი - მადრიდის "ატლეტიკოს".

კატალონიურ პრესაში დიდ იმედს გამოთქვამენ, რომ 33 წლის გამოცდილი შემტევი რონალდ კუმანის გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 28 სექტემბერი 2021 18:25
    0
    იმედია მანამდე კიდევ არ დაიტრამვება.
    ფანი [?]
    #3 28 სექტემბერი 2021 12:08
    0
    ციტატა: Davita
    აგუეროზე ბევრად მაგარი სუარესი გვყავდა და ის გააგდო ჩობანმა კუმანმა და ახლა ტრავმგუერო და დეიონგი გაირჭოს უკან

    მაგ აგუეროზე მაგარ სუარესს ლიგაზე წელიწადში 1 გოლი გაქონდა. რაღა დროს სუარესზე საუბარია. გასაშვები იყო უბრალოდ შემცვლელი იყო ჯერ მოსაყვანი
    წევრი [?]
    #2 28 სექტემბერი 2021 11:55
    0
    ციტატა: Davita
    აგუეროზე ბევრად მაგარი სუარესი გვყავდა და ის გააგდო ჩობანმა კუმანმა და ახლა ტრავმგუერო და დეიონგი გაირჭოს უკან

    დე იონგს რას ერჩი ძაან მაგარია ეგრევე გოლი გაიტანა დეპაია გასაგდები
    --------------------
    კულე ვარ ნაღდი
    ფანი [?]
    #1 28 სექტემბერი 2021 11:20
    6
    აგუეროზე ბევრად მაგარი სუარესი გვყავდა და ის გააგდო ჩობანმა კუმანმა და ახლა ტრავმგუერო და დეიონგი გაირჭოს უკან