ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 28 სექტემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 28 სექტემბერს მოხდა.
თამაშები
28 სექტემბერს "ბარსელონამ" 18 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 11 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.
1941 წელი
სეზონის პირველ შეხვედრაში "ბარსელონამ" "ერკულესთან" 4-4 ითამაშა. კატალონიელთაგან გოლები მარტინმა (2) და ბრავომ (2) გაიტანეს.
1952 წელი
ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში "ბარსელონამ" "მალაგა" 6-2 გაანადგურა. მასპინძელთაგან გოლები სესარმა (2), მანჩონმა, მორენომ, ბოშმა და ვილამ გაიტანეს.
1975 წელი
"სევილიასთან" 2-0 მოგებული შეხვედრა "ბარსელონასთვის" ლა ლიგაში 1200-ე გამოდგა, რომელშიც კატალონიელებმა ამ ტურნირზე თავიანთი 2600-ე გოლი გაიტანეს.
2002 წელი
"ბეტისთან" 0-3 წაგება ჩავი ერნანდესისთვის ლა ლიგაში ჩატარებული მე-100 თამაში იყო.
2005 წელი
69 წლის ასაკში გარდაიცვალა "ბარსელონას" ყოფილი მცველი ენრიკ ჟენსანა.
2011 წელი
ჩემპიონთა ლიგაზე ბატე-ს კარში თავისი 194-ე გოლის გატანით ლიონელ მესი "ბარსელონას" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირების სიაში მე-2 ადგილზე მყოფ ლადისლაო კუბალას გაუთანაბრდა.
2013 წელი
"ალმერიასთან" 2-0 მოგება ჩავი ერნანდესისთვის ლა ლიგაში ჩატარებული 450-ე თამაში იყო.
2019 წელი
"ხეტაფესთან" მატჩში მარკ-ანდრე ტერ შტეგენი "ბარსელონას" პირველი მეკარე გახდა 21-ე საუკუნეში, რომელმაც ლა ლიგაში საგოლე გადაცემა გააკეთა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]