ბარსელონა 17 წლის შვედ ტალანტს აკვირდება

ბარსელონა 17 წლის შვედ ტალანტს აკვირდება

"ბარსელონა" შვედური "ჰამარბიუს" 17 წლის ნიჭიერ ფეხბურთელს, ვილიოტ სვედბერგს აკვირდება, იტყობინება Football Sthlm.

წყაროს ინფორმაციით, კატალონიელები ახალგაზრდა შვედი ნახევარმცველით აღფრთოვანებულები არიან. სვედბერგი "ჰამარბიუს" აღზრდილია და მთავარ გუნდში ის გასულ წელს დაწინაურდა. მას ასევე ფრანგული "პარი სენ-ჟერმენიც" აკვირდება.

სვედბერგის კონტრაქტი კლუბთან 2024 წლამდე მოქმედებს. პორტალი Transfermarkt მის სატრანსფერო ღირებულებას 900 ათას ევროდ აფასებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 28 სექტემბერი 2021 18:34
    0
    ახლა ჩვენ რო 900000 მოვამზადოთ პსჟ უცებ გადაუხდის 2 მილიონს, და ვეინალდუმივით აგვაცლის.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 28 სექტემბერი 2021 11:12
    4
    რაც მეტი ახალგაზრდა მოვა უფრო კარგია. თან 900 000 ევრო რაარი. გაამართლებს და ხო ძაან მაგარი იქნება, არ გაამართლებს და რო გაყიდო იმ 900 000 ხო მაინც ამოიღებ უეჭველად. და თუ მართლა ნიჭიერია დრო აქ მიეცემა + მისი ასაკის ბევრი გვყავს გუნდში და არ გაუჭირდება ადაპტაცია
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #5 28 სექტემბერი 2021 02:08
    4
    ჰალანდის ბიძაშვილები მოიყვანონ 😂 სადღაც წავიკითხე რო მაგაზე არანორმალურ შედეგებს დებენ და უფრო ახალგაზრდებიც არიან. რა იცი რა მოხდება 😂😂
    --------------------
    #infinit8iniesta
    წევრი [?]
    #4 28 სექტემბერი 2021 01:56
    6
    ჰოლანდი რეალში წავა ან ბაიერნში იმიტომ რომ ფული უყვარს მაგ ბიჭს ბარსა ვერ შესთავაზებს უკეთეს ხელფასს და ამიტომ მგონია რომ რეალში წავა ან ბაიერნში და ბარსამ ჩემი აზრით ამ ზაფხულს სხვა უნდა ეძიოს
    გულშემატკივარი [?]
    #3 28 სექტემბერი 2021 01:43
    4
    ეს ახალგაზრდები კი კაია მარა აიაქსი ხოარ ვართ ბოლობოლო ბარსაა და ყოველ წელს უნდა ვიბრძოდეთ უმაღლესი მიზნებისთვის. როგორც მინიმუმ ჰალანდია მოსაყვანი მომავალ წელს
    Culé [?]
    #2 28 სექტემბერი 2021 01:42
    5
    ტალანტები საკმარისად გვყავს, ახლა შემდგარი ფეხბურთელები უფრო გვჭირდება. კუმანის ხელში მაინც ვერაფერს ისწავლიან, ერთადერთი გამოცდილების მიღება შეუძლიათ.
    Culé [?]
    #1 28 სექტემბერი 2021 01:10
    6
    ლაპორტა მგონი მომავალი ათწლეულუს საფეხბურთო მონოპოლისტ გუნდს აშენებს . თუ გაარტყა ათიანში , რა გეგმითაც მიდის , შეიძლება კიდევ ერთხელ ვიხილოთ , ბარსელონას დიდების წინაშე , ქედმოხრილი ევროპა და არამარტო ...!!!