ბარსა მე-2 გუნდია, რომელმაც ახალგაზრდა ფეხბურთელებს ყველაზე მეტი სათამაშო დრო მისცა

ბარსა მე-2 გუნდია, რომელმაც ახალგაზრდა ფეხბურთელებს ყველაზე მეტი სათამაშო დრო მისცა

მიმდინარე სეზონში, კატალონიის "ბარსელონაში" ახალგაზრდა მოთამაშეებს სათამაშოდ დიდი დრო ეძლევათ. 

CIES footballl academy-ს კვლევის მიხედვით, "ბლაუგრანა" რიგით მე-2 გუნდია, რომელმაც მიმდინარე სეზონში ახალი თაობის წარმომადგენლებს მოედანზე ყველაზე ბევრი წუთი აჩუქა - საშუალოდ, (22,7%).

"ლურჯ-ბროწეულისფერებზე" უკეთესი შედეგი "ლევერკუზენს" აქვს - გუნდმა 21-წლამდელ ფეხბურთელებს საშუალოდ, დროის 23,5% მისცა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ახალგაზრდებით განსაკუთრებით  დატვირთული იყო ლა ლიგის მე-7 ტური, სადაც "ბარსა" "ლევანტეს" დაუპირისპირდა. ამ დღეს მოედანზე "ლა მასიის" 9 აღზრდილი ვიხილეთ, საიდანაც 7 ფეხბურთელი 22 წლამდე ასაკის იყო: გავი (17 წლის), ფატი (18), ნიკო (18), გარსია (20), პუჩი (22), არაუხო (22) და მინგესა (22). 


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 28 სექტემბერი 2021 18:49
    0
    ხოდა სანამ ესენი არ გაიზზრდებიან ძნელია რამე შედეგებზე იფიქროს კაცმა.
    წევრი [?]
    #2 28 სექტემბერი 2021 11:28
    0
    ამათ უნდა კაი მწვრთნელი და ნახევარი მაინც დადგება ტოპ მოთამაშე, მარტო დროის მიცემა არაა საკმარისი, პედრის სულ ძირითადშია მაგრამ პროგრესი არაქვს, დაჟე უკან მიდის მაგის საქმე, ლანდივით დადის,ეს კი კუმანის ბრალია
    წევრი [?]
    #1 28 სექტემბერი 2021 00:21
    0
    არაუხო არაა ლა მასიას აღზრდილი. ბარსა ბ-სთვის ვიყიდეთ