არბელოა: "მსაჯს ალვეში უნდა გაეგდო"

არბელოა: "მსაჯს ალვეში უნდა გაეგდო"

მადრიდის "რეალის" მცველმა, ალვარო არბელოამ, ლა ლიგის 32–ე ტურის მატჩის შემდეგ, როდესაც "რეალმა" უმასპინძლა "ბარსელონას" და მატჩი ფრედ 1:1 მორჩა, გააკრიტიკა შეხვედრის მთავარი არბიტრლი მუნის ფერნანდესი.

 

"შეხვედრის მთავარ მსაჯს, მუნის ფერნანდესს აუცილებლად უნდა გაეძევებინა ალვეში მინდვრიდა, მას შემდეგ, რაც მარსელო წააქცია საჯარიმო მოედანში. არ მინახავს ის ეპიზოდი, როდესაც ალბიოლი გააძევეს მოედნიდან, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ძალიან ვწუხვარ, რომ ის არ იქნება სამეფო თასის ფინალში".

 

"გუნდმა შესანიშნავი თავდადება აჩვენა და ფრესაც მიაღწია, თუმცა ეს საუკეთესო შედეგი ნამდვილად არ არის. ჩვენ ძალიან კარგად ვასპარეზობდით, როდესაც სრული შემადგენლობით ვიყავით. რაულ ალბიოლის გაძევება კი ნამდვილად წარუმატებლობა იყო". დაასრულა ალვარო არბელოამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.