ფულ ჰაუსი ბარსელონას შესრულებით

გასული უქმეები "ბარსელონასთვის" ძალიან წარმატებული გამოდგა. ყველა პროფესიონალურმა გუნდმა მოიგო და ზოგიერთმა მათგანმა დიდი ანგარიშით.
მთავარი ამბავი მამაკაცების პირველი გუნდის იოლი მოგებაა, რადგან რონალდ კუმანის გუნდს ეს ძალიან ჭირდებოდა. "ბლაუგრანამ" "ლევანტე" 3-0 გაანადგურა, ანსუ ფატი კი თითქმის ერთწლიანი ტრავმის შემდეგ გოლით და ძალიან კარგი თამაშით დაბრუნდა.
მამაკაცების მსგავსად საკუთარი შედეგი გააუმჯობესა ქალთა გუნდმა, მაგრამ მის შემთხვევაში ეს უფრო რთული იყო. ჩვენ გოგონებს პირველი 3 თამაში 5-0 ჰქონდათ მოგებული, ამჯერად კი "ვალენსიას" 8-0 სძლიეს.
ზედიზედ მე-2 თამაში მოიგო "ბარსა ბ-მ". სერჟი ბარჟუანის გუნდი "ლინენსესთან" საკუთარ მოედანზე უკვე მე-2 წუთზე აგებდა, მაგრამ 21-ე წუთზე წინა გასვლა მოახერხა და საბოლოოდ ანგარიშიც შეინარჩუნა.
მოგებებს განაგრძობს ხელბურთის გუნდი, რომელსაც მნიშვნელოვანი თამაში ჰქონდა. კატალონიელებმა ესპანეთის ჩემპიონატის გასული გათამაშების ვერცხლის პრიზიორი "ბიდასოა ირუნი" სტუმრად 32-26 დაამარცხეს.
ესპანეთის ჩემპიონატში სამიდან მესამე თამაში მოიგო კალათბურთის გუნდმაც, რომელიც "რიო ბრეოგანთან" მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდა. დაპირისპირება 78-69 დასრულდა.
იოლად მოიგო "ბარსელონას" კიდევ ერთმა, ამჯერად გორგოლაჭებიანი ჰოკეის გუნდმა, რომელმაც პირველ საშინაო შეხვედრაში "იგუალადა რიგატი" 11-1 გაანადგურა.
ასევე თავიანთი თამაში მოიგო ყველა ახალგაზრდულმა გუნდმა 10-დან 19 წლამდე.
"ბარსას" კიდევ ერთი პროფესიონალური გუნდი ჰყავს, ფუტსალის, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის გამო გასულ უქმეებზე არ უთამაშია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]