გახსოვთ დმიტრო ჩიგრინსკი?

გახსოვთ დმიტრო ჩიგრინსკი?

გახსოვთ დმიტრო ჩიგრინსკი? "ბარსელონასთან" ერთად ევროპული და მსოფლიო ფეხბურთი რომ უნდა დაეპყრო?

ჩიგრინსკიმ "შახტარის" მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე პირველი თამაში 17 წლის ასაკში ჩაატარა. მას მართლა დიდი მომავალი ჰქონდა. უკრაინელი ცენტრალური მცველი განსაკუთრებით მოსწონდა პეპ გვარდიოლას, რომელსაც ლაპორტამ თხოვნა შეუსრულა და 2009 წელს "შახტარიდან" 25 მილიონ ევროდ უყიდა.

ჩიგრინსკის კატალონიური კარიერა ცუდად არ დაწყებულა. კარგი იყო სადებიუტო თამაშში. მისი კარიერა კი ერთმა შეხვედრამ დაღუპა. 2010 წლის იანვარში "ბარსელონა" ესპანეთის თასზე "სევილიას" მასპინძლობდა. 1-2 წავაგეთ და ორივე გოლი ჩიგრინსკის შეცდომას მოჰყვა. განმეორებითი შეხვედრა 1-0 კი მოვიგეთ, მაგრამ ტურნირიდან მაინც გამოვვარდით, ეს კი დიდი დარტყმა იყო, რადგან პეპ გვარდიოლას "ბარსას" მანამდე აბსოლუტურად ყველაფერი მოგებული ჰქონდა და არცერთი ტურნირიდან არ იყო გამოვარდნილი.

სეზონის ბოლოს "ბარსელონაში" პრეზიდენტი შეიცვალა და სანდრო როსელმა უკრაინელი "შახტარში" 15 მილიონად დააბრუნა. გვარდიოლამ განაცხადა, დმიტროს შევპირდი, რომ არ გავყიდდით და პირობა ვერ შევუსრულეო. პეპს მისი დატოვება უნდოდა, მაინც სჯეროდა, მაგრამ გადაწყვეტილება როსელმა მიიღო. არადა, ჩიგრინსკის "ბარსელონას" მაისურით მხოლოდ 1 წაგება ჰქონდა, ის ავადსახსენებელი წაგება. დმიტრო ჩიგრინსკის "ბარსელონას" ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ ტრანსფერად მოიხსენიებენ და ეს უსამართლობაა. ის ერთ თამაშს შეეწირა და უფრო ფინანსური მიზეზებით გაყიდეს, ვიდრე სპორტული.

რა მოხდა შემდეგ? უკრაინელმა უკანახაზელმა ჩვეულ დონეზე ვეღარასდროს ითამაშა. "შახტარში" ის საკუთარი თავის აჩრდილი იყო, შემდეგ "დნიპროში" გატარებული კიდევ უფრო წარუმატებელი პერიოდის დრო მოვიდა, რასაც ბერძნული აეკ მოჰყვა.

რამ გაგვახსენა ჩიგრინსკი? ცოტა ხნის წინ აეკ-იდან უფასოდ გამოშვებული 34 წლის ფეხბურთელი საბრეძნეთის უმაღლეს დივიზიონში ახლახან აღზევებულ "იონიკოსში" გადავიდა. ასეთი უსამართლოა ფეხბურთი - ერთი ცუდი თამაში და "ბარსელონას" ნაცვლად "იონიკოსი".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 28 სექტემბერი 2021 19:13
    0
    რამ გაგახსენათ ეხლა ეგ უბედური.
    წევრი [?]
    #3 28 სექტემბერი 2021 10:28
    0
    ეს იყო ერთერთი უცუდესი ტრანსფერი ბარსას ისტორიაში თან მაგდროისთვის ისეთი დიდი თანხა გადაიხადეს რომ თვითონ ჩიგრინსკსაც გაუკვირდა რატომ გადაიხადეს ასეთი თანხა ჩემშიო
    Culé [?]
    #2 28 სექტემბერი 2021 01:26
    0
    ციტატა: El pistolero 9
    ლენგლეს და მატიეს ფონზე ამის ტრანსფერს კიდე რაუჭირს

    მატიე რომ ახალგაზრდა იყო ბარეულ პიკეს და რამოს ჯობდა
    --------------------
    ARTHUGS
    Culé [?]
    #1 27 სექტემბერი 2021 23:55
    0
    ლენგლეს და მატიეს ფონზე ამის ტრანსფერს კიდე რაუჭირს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.