9 ლა მასიელი ლევანტესთან თამაშში

9 ლა მასიელი ლევანტესთან თამაშში

"ბარსელონამ" "ლევანტესთან" შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და განწყობა გამოიკეთა. ბრწყინვალედ დაბრუნდა ანსუ ფატი, სადებიუტო გოლი გაიტანა ლუკ დე იონგმა, მაგრამ გუშინ კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტიც დაფიქსირდა.

კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, "ლევანტესთან" მატჩში მონაწილეობა "ბარსას" სკოლის 9 აღზრდილმა ფეხბურთელმა მიიღო. სასტარტოში 6-მა "ლა მასიელმა" ითამაშა - ჟერარ პიკემ, ერიკ გარსიამ, ოსკარ მინგესამ, სერჟიო ბუსკტესმა, ნიკო გონსალესმა და გავიმ. მეორე ტაიმში მოედანზე გამოვიდნენ რიკი პუჩი, რონალდ არაუხო ("ლა მასიაში" არასდროს უთამაშია, მაგრამ "ბარსა ბ-ში" 2 სეზონი გამოდიოდა) და ანსუ ფატი, რომელიც 323 დღის შემდეგ ბრწყინვალე გოლით შთამბეჭდავად დაბრუნდა.

"ბარსას" სკოლის 9 აღზრდილიდან 7 ფეხბურთელი 22 წლის ან უფრო ახალგაზრდაა: გავი (17 წლის), ფატი (18), ნიკო (18), გარსია (20), პუჩი (22), არაუხო (22) და მინგესა (22). მიუხედავად იმისა, რომ სერჟინიო დესტი (20) და იუსუფ დემირი (18) "ბლაუგრანას" აღზრდილები არ არიან, მათ გუნდს საოცარი ახალგაზრდული სულისკვეთება შემატეს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კატალონიური კლუბის აღზრდილები არიან ჟორდი ალბა, სერჟი რობერტო და ინიაკი პენიაც. პირველ გუნდს დროდადრო საჭიროების შემთხვევაში "ბარსელონა ბ-ს" სხვადასხვა მოთამაშეები ეხმარებიან, მაგალითად, ალეხანდრო ბალდე. როდესაც ახალგაზრდებზე ვსაუბრობთ, უნდა ვახსენოთ პედრი, ფრენკი დე იონგი და უსმან დემბელეც. აშკარაა, რომ გუნდს ნამდვილად ნათელი მომავალი აქვს, "ბარსელონა" კი ის ადგილია, სადაც ნიჭიერი ფეხბურთელები ვითარდებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 28 სექტემბერი 2021 19:15
    0
    როდესაც ახალგაზრდებზე ვსაუბრობთ, უნდა ვახსენოთ პედრი, ფრენკი დე იონგი და უსმან დემბელეც.
    კარგია ახალგაზრდებს რო აქებთ, მაგრამ ამ სიაში დემბელეს რა უნდა?
    ახალბედა [?]
    #3 28 სექტემბერი 2021 01:41
    1
    უნაკლო თაობა მოდის ალბათ ბოლო 50 წლის განმავლობაში ერთერთი საუკეთესო თაობაა ჩემი აზრით ჩავი ინიესტა მესი პუიოლის შემდგომ !

    ენრიკე როგორ მინდა რომ დაბრუნდეს აი ულამაზესი ფეხბურთი ათამაშა ამ კაცმა ბარსელონას და გენიალური მწვრთნელია ჩემთვის პირადად
    გვარდი ჩემი საყვარელი მწვრთნელია მაგრამ რნრიკეც ძალიან მომწონს !
    Culé [?]
    #2 27 სექტემბერი 2021 23:52
    1
    ამათ ახლა ერთი კარგი მწვრთნელი უნდათ გვარდიოლას ან კლოპის იმავე ტენ ჰაგის ნაირი და მაქსიმუმ 2 წელიწადში სუპერ გუნდი დადგება ამათგან
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 27 სექტემბერი 2021 23:13
    0
    არაუხო კი თამაშობდა ბარსა ბ-ში, მაგრამ აღზრდილი?