ლა ლიგაში ყველაზე ახალგაზრდა გუნდი ბარსელონას ჰყავს

ლა ლიგაში ყველაზე ახალგაზრდა გუნდი ბარსელონას ჰყავს

"ბარსელონას" რომ ნათელი მომავალი აქვს, ეს არაერთხელ დაგვიწერია და გუშინაც დამტკიცდა. გუნდში ირიცხებიან ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომელთა ნაწილის გაბრწყინების შემთხვევაშიც კი "ბლაუგრანას" შეუძლია ახალი ეპოქა შექმნას.

და მაინც, რამდენად ახალგაზრდულია "ბარსელონა"? Transfermarkt-ის ინფორმაციით კატალონიელებს ლა ლიგაში ყველაზე ახალგაზრდა გუნდი ჰყავთ. ნიკო გონსალესის, გავისა და ალექს ბალდეს გათვალისწინებით "ბარსელონას" საშუალო ასაკი 25.3 წელია. აქამდე პირველ ადგილზე "ვალენსია" იყო 25.5 წლით.

ყველაზე ახალგაზრდა ათეული ასე გამოიყურება:

  1. ბარსელონა - 25.3
  2. ვალენსია - 25.5
  3. სოსიედადი - 26.0
  4. ბილბო - 26.4
  5. ალავესი - 26.8
  6. ხეტაფე - 27.1
  7. რეალი - 27.2
  8. მალიორკა - 27.2
  9. რაიო - 27.4
  10. ესპანიოლი - 27.6

რაც შეეხება ევროპის სხვა წამყვან ჩემპიონატებს: პრემიერ ლიგაში "ბარსელონაზე" ახალგაზრდული გუნდი "ბრენტფორდს" (24.5), "ლიდს იუნაიტედსა" (24.9) და "ნორვიჩს" (25.2) ჰყავთ; სერია A-ში "სპეციასა" (23.4) და "ემპოლის" (25.2); ბუნდესლიგაში "შტუტგარტს" (23.3), "ლაიფციგს" (24.2), "ფიურტს" (24.5), "დორტმუნდს" (24.6), "ლევერკუზენს" (24.7), "არმინიას" (24.8), "კიოლნსა" (25.1) და "ვოლფსბურგს" (25.2); ხოლო ლიგა ერთში "მარსელს" (23.4), "რენს" (23.6), "სენტ-ეტიენს" (23.9), "ნიცას" (24.1), "რეიმსს" (24.2), "მონაკოს" (24.5), "ლანსს" (24.9), "მონპელიეს" (24.9), "მეცს" (25.1), "ბრესტსა" (25.2) და "ბორდოს" (25.2).

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 28 სექტემბერი 2021 19:20
    0
    კარგი სტატისტიკაა, უნდა დავიმახსოვროთ აუცილებლად.
    Culé [?]
    #2 27 სექტემბერი 2021 23:47
    0
    ისე ბიელსაზა რა აზრის ხართ? მე მაგრად მომწონს. შემტევ სანახაობრივ ფეხბურთს ათამასებს ლიდსს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #1 27 სექტემბერი 2021 19:59
    0
    უფროსწორედ ტალანტებით სავსე გუნდი
    --------------------
    ბართუშ მოკვდი!