პეპ გვარდიოლა: მესის ბარსელონადან წასვლა ყველასთვის მოულოდნელი იყო

პეპ გვარდიოლა: მესის ბარსელონადან წასვლა ყველასთვის მოულოდნელი იყო

"ბარსელონას" ლეგენდამ, "მანჩესტერ სიტის" ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ "ბლაუგრანას" კიდევ ერთი ლეგენდის, ლიონელ მესის მისი მშობლიური კლუბიდან წასვლაზე ისაუბრა.

ხვალ "სიტი" "პარი სენ-ჟერმენს" დაუპირისპირდება. დღეს გვარდიოლმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა, რომლის დროსაც კომენტარი მესიზეც გააკეთა.

მესის "ბარსადან" წასვლა? ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო, თუმცა, რაც მოხდა, მოხდა. დიდი ხნის წინ ამის წარმოდგენა შეუძლებელი იყო, მაგრამ ეს მოხდა. ცხოვრება ასეთია. არასდროს იცი, რა მოხდება. რაც მთავარია, ის პარიზში ბედნიერია.

- განაცხადა გვარდიოლამ.

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გასულ ზაფხულში იძულებული გახდა, "ბარსელონა" დაეტოვებინა, რის შემდეგაც მან პსჟ-ს მიაშურა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 28 სექტემბერი 2021 19:26
    0
    მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გასულ ზაფხულში იძულებული გახდა, "ბარსელონა" დაეტოვებინა, რის შემდეგაც მან პსჟ-ს მიაშურა.
    აბა რა ექნა უმუშევარი დარჩენილიყო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 27 სექტემბერი 2021 23:44
    1
    პარიზში ვინ მივიდა ამ ზაფხულს იმათგან არავინაა დალხენილი. მესია და გოლი ვერ შეაგდო ჯერ, დონარუმა იყო და სკამზე დაალპეს, რამოსი იყო და ტრავმა ვერ მოურჩენია, ვეინალდუმიც სკამზეა ხშირად. ერთი ჰაკიმია და კი გაიფინა მთელი ლიგა 1
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #4 27 სექტემბერი 2021 20:32
    1
    ციტატა: frenkie dejong21
    ეს შემთხვევით მალუმა ხოარაა?

    ასეთ რამეს 1 ადამიანი დაწერდა მხოლოდ რომელმაც ჰალაზე უკვე დაწერა მსგავსი😁ფატის დარტყმა დაუწუნო და სკვინტლიციუსი მოგწონდეს ავღნიშნე წინა კომენტარშიც ასაკრძალი გაქ სხვა გუნდებზე ყურება მარტო სკვინტლიციუსი სადაც ითამაშებს იმ გუნდის თამაშებს უნდა გაყურებინონ😁
    ფანი [?]
    #3 27 სექტემბერი 2021 19:50
    0
    ციტატა: The real Cule
    რა რეგვენობა საიტია რა რეალის ფეხბურთელზე თუ თქვი კარგიაო ეგრევე მადრისტას გეძახიან

    ეს შემთხვევით მალუმა ხოარაა? 😂😂
    მარა ისიც კი არ დაწერდა ასეთ დებილობებს 😂😂😂😂😂😂
    წევრი [?]
    #2 27 სექტემბერი 2021 19:39
    0
    რა რეგვენობა საიტია რა რეალის ფეხბურთელზე თუ თქვი კარგიაო ეგრევე მადრისტას გეძახიან
    --------------------
    კულე ვარ ნაღდი
    ფანი [?]
    #1 27 სექტემბერი 2021 19:10
    4
    ისეა ეგ ბედნიერი პარიზში როგორც მე ვარ მილიონერი😁მე შეიძლებ დამიჯეროს მკითხველმა და იფიქროს მართლაა ან აკლია ცოტაო😁მაგრააააამ აი შენ არავინ დაგიჯერებს ჯიგარო რასაც ამბობ🙃