ანსუ ფატის სტატისტიკა ლევანტეს წინააღმდეგ

ანსუ ფატის სტატისტიკა ლევანტეს წინააღმდეგ

გუშინ, "ლევანტესთან" შეხვედრაში, "ბარსელონას" ახალი ათიანის, ანსუ ფატის, ემოციური დაბრუნება შედგა.

18 წლის ფეხბურთელი თამაშში 81-ე წუთზე, ლუკ დე იონგის ნაცვლად, ჩაერთო და გოლის გატანაც შეძლო. ლა ლიგამ იგი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

SofaScore-ის მიხედვით, გთავაზობთ ანსუ ფატის სტატისტიკას "ლევანტეს" წინააღმდეგ იმ 13 წუთში, რომელიც მან გუშინ მინდორზე გაატარა:

  • დარტყმა - 2
  • ზუსტი დარტყმა - 1
  • დაბლოკილი დარტყმა - 1
  • დრიბლინგი (წარმატებული) - 1 (1)
  • ბურთთან შეხება - 16
  • პასი (ზუსტი) - 9 (8)
  • მნიშვნელოვანი პასი - 1
  • ჩაწოდება - 0
  • ორთაბრძოლა (მოგებული) - 3 (3)
  • საჰაერო ორთაბრძოლა (მოგებული) - 0
  • დაკარგული ბურთი - 3
  • ვარდნა - 1

"ბარსელონასა" და ანსუს მომდენო მატჩი ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე, "ბენფიკას" წინააღმდეგ, ელით.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #5 27 სექტემბერი 2021 20:22
    1
    ციტატა: DE PE FA
    რაც შეეხება ფორმას ასე სხარტად თუ დაბრუნდებოდა არ ველოდი ყოჩახ მის გარშემო მხოფ ხალხს კარგად უმუშავიათ

    ჰალოუ ჰალოუ :)) ხო აი ის გამიხარდა ყველაზე მეტად რო მიჩმორებული და დათრგუნული არ დაბრუნდა და პლიუს გოლიც რო შეაგდო, მეთქი ის ყისმათიც გადმოყოლია რაც ტრავმამდე ქონდა და ავშენდითქო და ვნახოთ რა იქნება :D
    ფანი [?]
    #4 27 სექტემბერი 2021 18:48
    2
    ციტატა: Clever liar
    საოცრად გამიხარდა ამის გოლი

    ბარო ქლევერჯან როგორ ხარ?
    რო ვნახე სტატია 15 წუთი ითამაშებსო 2 შვილს ვფიცავარ ნეტაი გოლს გაიტანდეს თუნდაც რიკოშეტი იყის ძალიან წაადგება ფსიქოლოგიურად და მთალდ უიღბლო არ იქნება ხო შეიძლება მოხდეს თქო და ისე აგიხდეს ყველაფერი უკეთესი როგორც მე ამიხდა ფატისთან მინართებაში.რაც შეეხება ფორმას ასე სხარტად თუ დაბრუნდებოდა არ ველოდი ყოჩახ მის გარშემო მხოფ ხალხს კარგად უმუშავიათ🙃იმედია არ გაჩერდება და უამრავ ლამაზ მომენტს შემოგვთავაზებს.
    ახლაა ხავი საჭირო ლაპორტ იქნებ მიხვდე შეჩემისა😁
    ფანი [?]
    #3 27 სექტემბერი 2021 18:03
    2
    საოცრად გამიხარდა ამის გოლი.. გოლის ალღოსთან და საშემსრულებლო ოსტატობასთან ერთად და იღბლიანი სპორტული ინტელექტიც თან სდევს და ეს არის წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი გასაღები. თუ მუხთალმა ტრავმამ არ მოსპო ყველაფერი საუკეთესო წინ არი :))
    ფანი [?]
    #2 27 სექტემბერი 2021 16:38
    1
    კარგი სტატისტიკაა 15 წუთისთვის, თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთი წელი არ უთამაშია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 27 სექტემბერი 2021 16:25
    2
    კარგია თუ არ წავაგებთ, იარემჩუკს უყურონ ყურადღებით. კარგ თავდამსხმელად ყალიბდება.