ბენფიკა-ბარსელონა: შეხვედრის არბიტრი ცნობილია

ბენფიკა-ბარსელონა: შეხვედრის არბიტრი ცნობილია

ოთხშაბათს, "და ლუჟზე", "ბენფიკასთან" გასამართ შეხვედრას 46 წლის იტალიელი არბიტრი, დანიელე ორსატო, განსჯის.

აქამდე, ორსატოს "ბარსელონას" ერთადერთ მატჩში უმსაჯია - 2016 წლის 23 ნოემბერს, "სელტიკთან", გასვლაზე მოგებულ თამაშში (2-0, მესის დუბლი), ორსატომ ყვითელი ბარათი ჟორდი ალბას, სერჟი რობერტოს, ივან რაკიტიჩსა და ნეიმარს უჩვენა. ასევე, 56-ე წუთზე, მან მეტოქის კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ლეო მესიმ ზუსტად შეასრულა.

რაც შეეხება "ბენფიკას", პორტუგალიური კლუბისა და ორსატოს გზები სამჯერ გადაიკვეთა. ორჯერ ჩემპიონთა ლიგაზე - 2013 წელს "არწივებმა" ანდერლეხტი 3-2 დაამარცხეს, 2018 წელს კი "ბაიერნთან" 1-5 დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ ზემოჩამოთვილილი სამივე მატჩი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრა იყო.

ასევე, ორსატომ 2019 წელს, "ბენფიკასა" და "აინტრახტის" ევროპა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში იმსაჯა, რომელიც პორტუგალიელებმა 0-2 დათმეს და გათამაშებას გამოეთიშნენ. ამ მატჩებში, ორსატომ "ბენფიკას" ფეხბურთელებს 4 ყვითელი ბარათი უჩვენა.

"ბარსელონასთან" მატჩამდე, პირველ ტურში, "ბენფიკამ" კიევის "დინამოსთან", სტუმრად, ნულოვანი ფრე ითამაშა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 27 სექტემბერი 2021 14:51
    0
    იმედია იარემჩუკი არ ეყოლებათ.
    ახალბედა [?]
    #1 27 სექტემბერი 2021 14:18
    1
    ერთადერთი აზრი რაც გამოვიტანე მეტი ყვითელი უნდა დავწერო 😅😅